ირაკლი მიქელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ირაკლი მიქელაძე
ირაკლი მიქელაძე.jpeg
დაბ. თარიღი 3 აგვისტო, 1902
დაბ. ადგილი ერევანი, სომხეთი
გარდ. თარიღი 23 აგვისტო, 1984
საქმიანობა ეკონომისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ირაკლი მიქელაძე (დ. 3 აგვისტო, 1902, ერევანი, სომხეთი — გ. 23 აგვისტო, 1984) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი.

1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკაულტეტი.

1926-1927 წლებში ამიერკავკასიის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის მთავარი ეკონომისტია; 1928 წელს — საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მთავარი ეკონომისტი; 1929 წელს — სასაქონლო ბირჟის მთავარი ეკონომისტი; 1929-1954წლებში არის საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1930-1960 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი; 1936-1970 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სოციალისტური დაგეგმვისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრას. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა მრეწველობის ეკონომიკა. დიდი ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის თეორიული და პრაქტიკული საკითხების დამუშავებაში. ძირითადი შრომები ეძღვნება საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის სპეციალიზაციასა და კომპლექსურ განვითარებას.

1969 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1982 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1972 - საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტერიტორიული დაგეგმვის პრობლემები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 287გვ.
  • საქართველოს სოციალისტური მრეწველობის ეკონომიკის საკითხები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1976. - 309გვ.
  • საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1975. - 32გვ.
  • საქართველოს სახალხო მეურნეობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1968. - 91გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]