ირაკლი კანდელაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.

ირაკლი ისაკის ძე კანდელაკი (დ. 27 სექტემბერი, 1901, თელავი — გ. 22 ივლისი, 1970, თბილისი) — ქართველი კინოდოკუმენტალისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. კინოში გვიან მივიდა და თითქმის ოთხი ათეული წელი ემსახურა მას. აღსანიშნავია რეჟისორის მიერ სამამულო ომის პერიოდში შექმნილი ფილმები.

ირაკლი კანდელაკმა ქართული დოკუმენტური კინო გაამდიდრა ისეთი ფიმებით, როგორებიცაა: „ფერეიდანელი ქართველები“, „მტკვრის კვალდაკვალ“, „წელიწადის ოთხი დრო“, „სამგორი“, „ძველი ქალაქის გაზაფხული“, „დიოსკურია“, „იზმირის საერთაშორისო გამოფენა“ და სხვა. ბოლო წლებში ხელოვანი დაუბრუნდა ირანის თემას. იმოგზაურა იქ და შექმნა ფილმები: „თეირანის შთაბეჭდილებები“ და „შირაზი, ისპაჰანი, პერსოპოლი“. ი. კანდელაკის მრავალი ფილმი აღინიშნა პრემიით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 203, თბ., 1994