ირაკლი აბაშიძის ქუჩა
ირაკლი აბაშიძის ქუჩა | |
---|---|
![]() | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | ვაკის რაიონი |
წინა სახელები | ვასილ ბარნოვის ქუჩა |
უბანი | ვაკე |
![]() |
ირაკლი აბაშიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (ვაკე). მრგვალი ბაღიდან (ყოფილი ვაკის სკვერიდან) არჩილ მიშველაძის ქუჩამდე. ვასილ ბარნოვის ქუჩის მონაკვეთს ირაკლი აბაშიძის სახელი ეწოდა 1992 წელს (იგი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა). ქუჩის დასაწყისში დგას ირაკლი აბაშიძის ბიუსტი (მოქანდაკე კ. არუნაშვილი არქიტექტორი გიორგი (გიგა) ბათიაშვილი). აქვს I გასასვლელი, I ჩიხი (ყოფილი ვასილ ბარნოვის V ჩიხი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 11, ISBN 978-99928-20-35-3.