იპ მანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იპ მანი

იპ მანი
მშობლიური სახელი 葉問
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი 1893
ფოშანი, გუანდუნი, ჩინეთი
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი 1972
ჰონგ-კონგი, ჩინეთი
გარდაცვალების მიზეზი ხორხის კიბო
ეროვნება ჩინელი
საქმიანობა საბრძოლო ხელოვნება
სიმაღლე 1,63
შვილ(ებ)ი იპ ჩინი
იპ ჩუნი

იპ მანი (ჩინ.: 葉問; დ. 1 ოქტომბერი 1893 — გ. 2 დეკემბერი 1972) — ჩინური საბრძოლო ხელოვნების — ვინ-ჩუნის ოსტატი და მასწავლებელი. ჰყავდა რამდენიმე მოსწავლე, მათ შორის ვონ შუნ ლენგი და ბრიუს ლი.

1950-1960 წლებში ჰონგ-კონგში იპ მანმა პირველმა დაიწყო კუნგ-ფუ ვინ-ჩუნის სწავლება, რომელიც იქამდე კლანურად რჩებოდა. ევროპასა და ამერიკაში იპ მანი ცნობილია როგორც ბრიუს ლის მასწავლებელი, რომელმაც დასავლეთს გააცნო ჩინური საბრძოლო ხელოვნება.

იპ მანი დაიბადა 1893 წლის 1 ოქტომბერს ჩინეთის პროვინციის გუანდუნის ქალაქ ფოშანში იპ ოი-დორისა და ვუ შუის ოჯახში. არისტოკრატიული წარმომავლობისა და საკმაოდ მდიდარი ოჯახის შვილი იყო, თუმცა როგორც უმცროს შვილს მემკვიდრეობით არ დარჩა არც საზოგადოებრივი მდგომარეობა და არც მნიშვნელოვანი კაპიტალი. ჰყავდა უფროსი ძმა იპ კაი-გაკი, უფროსი და იპ ვან-მეი და უმცროსი და იპ ვან-ჰუმი.

ბავშვობაში იპ მანმა მიიღო კარგი ტრადიციული ჩინური განათლება, ამ განათლების ნაწილი დაეთმო საბრძოლო ხელოვნებების შესწავლას. ექვსი წლის ასაკში იპ მანი გახდა ჩხან ვასიონის მოწაფე, რომელიც კუნგ-ფუ ვინ-ჩუნის ცნობილი ოსტატი იყო. ჩხან ვასიონი გარდაიცვალა მაშინ როდესაც იმ პანი 12 წლისა იყო. შემდგომში, იპ მანის მეორე მასწავლებელი გახდა ნგ ძუნგსოუ.

1908 წელს 15 წლის ასაკში უფრო თანამედროვე განათლების მისაღებად იპ მანი ჰონგ-კონგში გაგზავნეს. ჰონგ-კონგში მან გაიცნო ლიონ ძიანის შვილი და მოსწავლე ლიონ ბიკი. იპ მანი გახდა ლიონ ბიკის მოწაფე და ამგვარად მიიღო შესაძლებლობა კუნგ-ფუ ვინ-ჩუნის შესწავლის შესაძლებლობა იმავე ტოტით, თუმცა მცირეოდენ სხვა ინტერპრეტაციით. მოგვიანებით, იპ მანი ამბობდა, რომ ჩხან ვასიონისგან მან კარგი ბაზა მიიღო, თუმცა დახელოვნებული გამოყენებითი ტექნიკა ლიონ ბიკისგან შეიძინა.

იპ მანი 56 წლის ასაკში უსახსროდ და კავშირების გარეშე აღმოჩნდა და გადაწყიტა დაერღვია ვინ-ჩუნის ოსტატობის გადაცემის კლანური ტრადიცია და ღიად დაიწყო ამ ხელოვნების სწავლება ფულის სანაცვლოდ. მისი შვილის მტკიცებით, იპ მანი რეკლამური ხასიათის განცხადებებს არასოდეს აკეთებდა. მისი მომავალი მოწაფეები ოსტატს თავადვე პოულობდნენ.

მიუხიდევად იმისა, რომ იპ მანმა დაიწყო ვინ-ჩუნის ღიად სწავლება თანდათანობით კუნგ-ფუს გავრცელება და პროპაგანდა გახდა მისი ცხოვრების საქმე. იპ მანის მოწაფეებმა სწრაფად უზრუნველყვეს ვინ-ჩუნის დიდება ჰონგ-კონგში, ხოლო XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ამ სტილს უკვე ასწავლიდნენ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში.

1962 წელს იპ მანის შვილები იპ ჩინი და იპ ჩუნი საცხოვრებლად ჩინეთიდან ჰონგ-კონგში გადავიდნენ და გახდნენ იპ მანის მოწაფეები. მხოლოდ სიცოცხლის უკანასნელ წლებში შეწყვიტა იპ მანმა ჯგუფური მეცადინეობის სწავლება, ამასთან აგრძელებდა პერსონალური გაკვეთილების მიცემას საკუთარ სახლში. 1972 წელს იპ მანს ხორხის კიბო აღმოუჩნდა, ხოლო 1972 წლის 2 დეკემბერს იგი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე იპ მანმა კინოფირზე ჩაწერა თავისი ძირითადი ფორმების შესრულება. ჰონგ-კონგში ცხოვრებისას იპ მანმა აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]