იპოქონდრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იპოქონდრია (ან იპოქონდრიაზისი, ხშირად უწოდებენ ჯანმრთელობის ფობიას) — სომატოფორმული დარღვევა, რომლის დროს მავანს დაუსაბუთებელი რწმენა აქვს იმაში, რომ სერიოზული დაავადება სჭირს.[1] იპოქონდრიას ხშირად ახასიათებს ავადმყოფობის/გარდაცვალების ირაციონალური შიში, მცირე ფიზიკურ სიმპტომებსა და პათოლოგიებზე გადაჭარბებული რეაქცია, ექიმების დიაგნოზის მიმართ უნდობლობა, მუდმივი თვითგამოკვლევა და თვითდიაგნოზი და საკუთარ სხეულზე ზედმეტი ზრუნვა. იპოქონდიაკებს ხშირად სჭირდებათ მრავალჯერადი დარწმუნება, ხშირად რამდენიმე ექიმისგან, ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]