იოჰან ჰაფსტეინი
| იოჰან ჰაფსტეინი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 19 სექტემბერი, 1915[1] |
| დაბადების ადგილი | აკურეირი |
| გარდაცვალების თარიღი | 15 მაისი, 1980[1] (64 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | აკურეირი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Háskóli Íslands |
| ჯილდოები | Knights of the Order of the Falcon[2] , Grand Knights of the Order of the Falcon[2] , Grand Officer of the Order of the Falcon[2] და შევარდნის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[2] |
იოჰან ჰაფსტეინი (დ. 19 სექტემბერი, 1915 – გ. 15 მაისი, 1980) — ისლანდიელი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი 1970-1971 წლებში.
1946 წელს იგი აირჩიეს ალთინგში რეიკიავიკის საარჩევნო ოლქიდან, რომელსაც წარმოადგენდა 1978 წლამდე, სანამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ გადადგა.[3][4] იოჰანი დამოუკიდებლობის პარტიიდან ისლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 1970 წლის 10 ივლისიდან 1971 წლის 14 ივლამდე,[5] მას შემდეგ, რაც 1970 წლის 10 ივლისს თინგველირში, სამთავრობო საზაფხულო აგარაკზე გაჩენილი ხანძრის შედეგად პრემიერ-მინისტრი ბიარნი ბენედიქტსონი, მისი მეუღლე და 4 წლის შვილიშვილი დაიღუპნენ.[6] ჰაფსტეინი დაუყოვნებლივ გახდა დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარეც. ჰაფსტეინის კაბინეტი 1971 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და ჩანაცვლდა, რამაც იგი აიძულა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადამდგარიყო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჰაფსტეინი 1973 წელს პარტიის ლიდერის თანამდებობიდანაც გადადგა. იგი გარდაიცვალა 1980 წლის 15 მაისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, რის გამოც ორი წლით ადრე პოლიტიკიდან წასვლა მოუწია.[7]
1959–1961 და 1962–1963 წლებში ჰაფსტეინი ალთინგის ქვედა პალატის სპიკერი იყო. 1952 წლიდან 1963 წლამდე იგი „მეთევზეობის ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო.[8] იგი იკავებდა იუსტიციის, რელიგიისა და მრეწველობის მინისტრის პოსტს, ხოლო 1961 წელს და კვლავ 1963–1970 წლებში ჯანდაცვის პორტფელსაც ხელმძღვანელობდა. 1953, 1959 და 1974 წლებში იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას ესწრებოდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Munzinger Personen
- 1 2 3 4 https://www.forseti.is/embaettid/orduhafaskra
- ↑ Jóhann Hafstein is. ციტირების თარიღი: 12 May 2024
- ↑ (1979) Alþingistíðindi: Umræður (is). Alþingi, გვ. 2711.
- ↑ Um ríkisstjórn is. ციტირების თარიღი: 12 May 2024
- ↑ „Iceland's Premier, Wife and Grandson Die in Cottage Fire“. The New York Times (ინგლისური). 1970-07-11. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2025-03-23.
- ↑ „Jóhann Hafstein“. Íslendingaþættir Tímans (21). 21 June 1980. ციტირების თარიღი: 12 May 2024.
- ↑ Gröndal, Benedikt (1991) Örlög Íslands (is). Vaka-Helgafell, გვ. 247. ISBN 978-9979-2-0077-2.