იოჰან ფრიდრიხ გმელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან ფრიდრიხ გმელინი
გერმ. Johann Friedrich Gmelin
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1748(1748-08-08)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ტუბინგენი[1]
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 1804(1804-11-01)[1] [2] [3] [5] [4] (56 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი[1]
დასაფლავებულია ალბანიფრიდჰოფი
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ბოტანიკოსი, pteridologist, ბრიოლოგი, ქიმიკოსი, ზოოლოგი, ორნიტოლოგი, ბიოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი[6] , ენტომოლოგი, მიკოლოგი და მინერალოგი
მუშაობის ადგილი ტიუბინგენის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ვილჰელმ ავგუსტ ლამპადიუსი, ვასილი სევერგინი, ფრიდრიხ შტრომეიერი და გეორგ ფრიდრიხ ჰილდერბრანდტი[7]
მამა ფილიპ ფრიდრიხ გმელინი
შვილ(ებ)ი ლეოპოლდ გმელინი

იოჰან ფრიდრიხ გმელინი (გერმ. Johann Friedrich Gmelin; დ. 8 აგვისტო 1748, ტიუბინგენი — გ. 1 ნოემბერი, 1804, გეტინგენი) — გერმანელი ექიმი, ბოტანიკოსი და ქიმიკოსი, გეტინგემის მეცნიერებათა აკადემიის წევრი,[8] პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო უცხოელი წევრი.[9]

იოჰან გეორგ გმელინის ძმის შვილი, ქიმიკოსის, ლეოპოლდ გმელინის მამა.

მისი საავტორო ბოტანიკურ-მიკოლოგიური შემოკლებაა J.F.Gmel.[10] ასევე გამოიყენება აბრევიატურა Gmel.[11]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიაბადა 1748 წლის 8 აგვისტოს, ტიუბინგენში, ბიტანიკოსისა და ქიმიკოსის, ფილიპ ფრიდრიხ გმელინის ოჯახში. მედიცინას სწავლობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტში. 1768 წელს მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი.

1769 წელს გახდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი, 1773 წელს ფილოსოფიის პროფესორი და ადიუნქტ-პროფესორი, ხოლო 1778 წელს სრული ფროფესორი, ამასთანავე ქიმიის, ბოტანიკისა და მინერალოგიის პროფესორი გეტინგენის უნივერსიტეტში.

გმელინმა დატოვა უამრავი ნაშრომი ქიმიაში. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „ქიმიის ისტორია“ (1777-1799, სამ ტომად).

დიდი შრომა ჩადო კარლ ლინეს ნაშრომების გამოქვეყნებაში; კერძოდ მას ეკუთვნის „Systema naturae“-ის 13-ე და „Systema vegetabilium“-ის 15-ე გამოცემები.

მისი პუბლიკაციები წარმოადგენს ავტორიტეტულ წყაროს 290-მდე სახეობის ფრინველის,[12] ასევე პეპლების რიგი სახეობის შესახებ.[13]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლათ. „Onomatologia botanica complecta“, 1772—1778 (10 ნაწილად, ავტორის გვარის გარეშე)
  • გერმ. „Allgemeine Geschichte der Gifte“, 2 ტომად, 1776—1777
  • გერმ. „Allgemeine Geschichte der Pflanzengifte“, 1777
  • გერმ. „Allgemeine Geschichte der mineralischen Gifte“, 1777
  • გერმ. „Einleitung in die Chemie“, 1780
  • გერმ. „Grundriss der allgemeinen Chemie“, 1789
  • გერმ. „Einleitung in die Pharmacie“, 1781
  • გერმ. „Beyträge zur Geschichte des teutschen Bergbaus“, 1783
  • გერმ. „Ueber die neuere Entdeckungen in der Lehre von der Luft, und deren Anwendung auf Arzneikunst“, 1784
  • გერმ. „Grundsätze der technischen Chemie“, 1786
  • გერმ. „Grundriß der Pharmazie“, 1792
  • გერმ. Grundsätze der technischen Chemie, 1786
  • გერმ. „Chemische Grundsätze der Gewerbkunde“, 1795
  • გერმ. „Chemische Grundsätze der Probir- und Schmelzkunst“, 1786
  • გერმ. „Geschichte der Chemie“, т. 1—3, 1797—1799
  • გერმ. „Allgemeine Geschichte der Pflanzengifte“, 1803
  • გერმ. „Allgemeine Geschichte der thierischen und mineralischen Gifte“, 1806

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Moriz Gmelin. Gmelin, Johann Friedrich // Allgemeine Deutsche Biographie (ADB). — Bd. 9. — Lpz.: Duncker & Humblot, 1879. — S. 270. (нем.)
  • Vane-Wright, R. I., 1975. The butterflies named by J. F. Gmelin (Lepidoptera: Rhopalocera).Bulletin of the British Museum (Natural History),Entomology, 32: 17–64.pdf

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #116684674 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Base biographique
  5. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  6. Gmelin M. Gmelin, Johann Friedrich // Allgemeine Deutsche BiographieL: 1879. — ტ. 9. — S. 270.
  7. Mathematics Genealogy Project — 1997.
  8. Holger Krahnke: Die Mitglieder der Akademie der Wissenschaften zu Göttingen 1751–2001 (= Abhandlungen der Akademie der Wissenschaften zu Göttingen, Philologisch-Historische Klasse. Folge 3, Bd. 246 = Abhandlungen der Akademie der Wissenschaften in Göttingen, Mathematisch-Physikalische Klasse. Folge 3, Bd. 50). Vandenhoeck & Ruprecht, Göttingen 2001, ISBN 3-525-82516-1, S. 93.
  9. Ausländische Mitglieder der Russischen Akademie der Wissenschaften seit 1724 englisch. Russische Akademie der Wissenschaften. ციტირების თარიღი: 2015-08-20
  10. International Plant Names Index, J.F.Gmel
  11. See for instance: Audubon, John James (1831) - Ornithological Biography : Volume 1, p. 232. Online available at wikisource.
  12. IOC World Bird List Version 5.4. International Ornithologists' Union. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2016.
  13. Vane-Wright, R. I., 1975. The butterflies named by J. F. Gmelin (Lepidoptera: Rhopalocera).Bulletin of the British Museum (Natural History),Entomology, 32: 17-64.pdf