იოჰან პინცელი
| იოჰან პინცელი | |
|---|---|
| დაიბადა | 1710[1] |
| დაბადების ადგილი | ლვივი[2] |
| გარდაიცვალა | 1761 |
| გარდაცვალების ადგილი | ბუჩაჩი |
| მიმდინარეობა | ბაროკო, როკოკო |
იოჰან პინცელი (გერმ. Johann Georg Pinzel, პოლ. Jan Jerzy Pinzel, დაღ. 1761) — მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის პოლონურ-გერმანელი მოქანდაკე, ბაროკოსა და გვიანი როკოკოს სტილის წარმომადგენელი. მოღვაწეობდა აღმოსავლეთ გალიციაში, რომელიც იმ დროს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის შემადგენლობაში შედიოდა; მისი შემოქმედებითი აყვავების პერიოდი უკავშირდება ლვოვისა და ბუჩაჩის არქიტექტურას.
ბიოგრაფია და შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოჰან პინცელის დაბადების ზუსტი ადგილი უცნობია. 1760-იან წლებში მუშაობდა ლვოვში, ხოდოვიჩში (ახლანდელი ლვივის ოლქი), მონასტირისკასა და ბუჩაჩში (ახლანდელი ტერნოპილის ოლქი). პინცელის დღემდე შემორჩენილ ნამუშევრებს შორისაა: სამი მონუმენტური ქანდაკება (იური, ლევი და აფანასი), მონასტირისკში ეკლესიის გვერდით საკურთხევლებში მდებარე ექვსი ხის ფიგურა. სავარაუდოდ, მას ეკუთვნოდა მერიის ფასადზე არსებული ქვის ქანდაკებები და წმინდა გიორგის ეკლესიის ბარელიეფებზე გამოსახული ფიგურები ბუჩაჩში, კათოლიკური ეკლესიის კარკასები გოროდოკში. ასევე იყო ჯვარცმის რამდენიმე ვერსიის ავტორი. პინცელის ნამუშევრები გამოირჩევა დიდი ემოციურობითა და დინამიკით.

თითქმის არაფერია ცნობილი ხელოვანის პიროვნების შესახებ, უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა იგი გალიციაში, სადაც პროფესიულად განვითარდა და რა ვითარებაში გარდაიცვალა. ვარშავაში ბუჩაჩის საეკლესიო დოკუმენტების თანახმად, 1751 წელს „საკურთხევლის სკულპტორი იოჰან გეორგი დაქორწინდა დაქვრივებულ ელისაბედ კიტოვაზე“. უფრო გვიანდელ პერიოდში აღმოჩენილი დოკუმენტები იუწყებოდა პინცელის ვაჟის, ბერნარის და ხუთი წლის შემდეგ — მისი მეორე ვაჟის, ანტონის ნათლობების შესახებ. ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ, 1762 წელს, პინცელის ქვრივი ცოლად გაჰყვა ვინმე ბერენსდორფს.
მოქანდაკის ნამუშევრებზე დატოვებულია ხელმოწერა „მასტერ პინცელი.“ არ არის ცნობილი მას ნამდვილად იოჰანი ერქვა თუ არა. ოსტატმა ნიჭი ბუჩაჩში გამოავლინა გრაფი ნიკოლაი პოტოცკის შუამდგომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით. პინცელის ნამუშევრების უდიდესი კოლექცია პინცელის ნამუშევრების მუზეუმის თაოსნობით ლვივის სამხატვრო გალერეაშია განთავსებული. ზოგიერთი ნივთი ასევე ინახება ივანო-ფრანკივსკის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმში.
ოსტატ პინცელის შემოქმედების შესწავლასა და მისი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი ლვივის სამხატვრო გალერეის დირექტორს ბორის ვოზნიცკის.
- იოჰან პინცელის ნამუშევრები
- წმინდა გიორგის ქანდაკება ლვივის წმინდა გიორგის ტაძარში
- ბუჩაჩის ეკლესიის მთავარი საკურთხევლის ქანდაკებები.
- ანგელოზის ქანდაკება
- ჯვარცმა. დაახლოებით 1755-1760 წლებში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Іоанн Георг Пінзель. Скульптура. Перетворення. К.: Грані-Т, 2007
- Возницький Б. Микола Потоцький староста Канівський та його митці архітектор Бернард Меретин і сніцар Іоан Георгій Пінзель. Львів: Центр Європи, 2007
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Národní autority České republiky
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119121735 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.