იოჰან იაკობ ბალმერი
| იოჰან იაკობ ბალმერი | |
|---|---|
| გერმ. Johann Jakob Balmer | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 1 მაისი, 1825[1] [2] [3] [4] [5] [6] |
| დაბ. ადგილი | Lausen, ბაზელ-ლანდის კანტონი, შვეიცარია[1] |
| გარდ. თარიღი | 12 მარტი, 1898[1] [2] [3] [4] [5] [6] (72 წლის) |
| გარდ. ადგილი | ბაზელი, შვეიცარია[1] |
| დასაფლავებულია | Wolfgottesacker[7] |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ფიზიკოსი, მათემატიკოსი[8] და უნივერსიტეტის პროფესორი |
| მუშაობის ადგილი | ბაზელის უნივერსიტეტი[1] |
| ალმა-მატერი | კარლსრუეს ტექნოლოგიური უნსტიტუტი, ბაზელის უნივერსიტეტი[1] [9] და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
| ნათესავ(ებ)ი | Luc Balmer |
იოჰან იაკობ ბალმერი[10] (გერმ. Johann Jakob Balmer; დ. 1 მაისი, 1825, ლაუზენი — გ. 12 მარტი, 1898, ბაზელი) — შვეიცარიელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1825 წლის 1 მაისს, მოსამართლის ოჯახში. ის ოჯახში უფროსი ვაჟი იყო. დაწყებითი განათლება ლისტალში მიიღო, ხოლო საშუალო — ბაზელში. მათემატიკური უნარ-ჩვვების გამო გადაწყვიტა უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა.
სწავლობდა კარლსრუესა და ბერლინის უნივერსიტეტებში, ხოლო 1849 წელს ბაზელის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ციკლოიდზე.
ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ბაზელში გაატარა. 1859 წლიდან ცხოვრების ბოლომდე, გოგონათა სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას და ასევე, 1865-1890 წლებში, ბაზელის უნივერსიტეტში კითხულობდა გეომეტრიის ლექციებს.
გარდაიცვალა 72 წლის ასაკში, 1898 წლის 12 მარტს. დაკრძალულია ვოლფგოტესაკერის სასაფლაოზე.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1868 წელს, 43 წლის ასაკში, დაქორწინდა. მას ექვსი შვილი ჰყავდა, მათ შორის მხატვარი ვილჰელმ ბალმერი (1865-1922), რომლის ვაჟიც დირიჟორი ლუკ ბალმერია.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად:
- მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ბალმერი;
- მთავარი სარტყლის ასტეროიდი (12755) ბალმერი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #124495044 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - თბ. : ფანტაზია, 2006