იოჰანეს შლაფი
იოჰანეს შლაფი | |
---|---|
გერმ. Johannes Schlaf | |
დაბადების თარიღი | 21 ივნისი, 1862[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | კვერფურტი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 2 თებერვალი, 1941[1] [2] [3] [4] (78 წლის) ან 2 აპრილი, 1941[5] (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კვერფურტი[1] |
ფსევდონიმი | Bjarne P. Holmsen[6] |
საქმიანობა | მწერალი და მთარგმნელი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | გერმანიის იმპერია |
ხელმოწერა | |
იოჰანეს შლაფი (გერმ. Johannes Schlaf; დ. 21 ივნისი, 1862, კვერფურტი — გ. 2 თებერვალი, 1941, იქვე) — გერმანელი მწერალი. ა. ჰოლცთან ერთად დააფუძნა ეგრეთ წოდებული „თანამიმდევრული ნატურალიზმი“, გერმანულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნატურალისტური განშტოება. ჰოლცთან ერთადვე დაწერა სამი პროზაული ესკიზისაგან შედგენილი „მამა ჰამლეტი“ (1889) და დრამა „ზელიკეების ოჯახი“.
იგი მნიშვნელოვანია აგრეთვე, როგორც მთარგმნელი, რომელმაც გერმანულად მოლაპარაკე ხალხებს გააცნო უოლტ უიტმანის, ემილ ვერჰარნის და ემილ ზოლას ნაწარმოებები.
ზოგიერთ მის ლექსზე კომპოზიტორებმა ალბან ბერგმა და არნოლდ შიონბერგმა მუსიკაც დაწერეს.
ხანდახან შლაფს შეცდომით მიაწერენ ტერმინის „მესამე რაიხის“ შემოტანას ნაციზმთან მიმართებაში, ეყრდნობიან რა იმ ფაქტს, რომ მან დაწერა 1906 წელს რომანი ამავე სათაურით — მესამე რაიხი. სინამდვილესი ამ ტერმინის ნაცისტური გამოყენება წამოვიდა 1923 წელს დაწერილი თანამოსახელე რომანისგან — „Das Dritte Reich“, რომლის ავტორია არტურ მიოლერ ვან დენ ბრუკი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 11.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118607871 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 IMSLP — 2006.
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ Czech National Authority Database