იოჰანეს ვალთერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰანეს ვალთერი
Waltherjohannes.jpg
დაბ. თარიღი 20 ივლისი 1860(1860-07-20)[1]
დაბ. ადგილი ორლის ნოიშტადტი[2]
გარდ. თარიღი 4 მაისი 1937(1937-05-04)[1] (76 წელი)
გარდ. ადგილი ბად-ჰოფგაშტაინი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი იენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[3]

იოჰანეს ვალთერი (გერმ. Johannes Walther; დ. 20 ივლისი, 1860, ნოიშტადტი — გ. 4 მაისი, 1937, ბად-ჰოფგაშტაინი) — გერმანელი გეოლოგი და პალეონტოლოგი.

1882 წელს დაამთავრა იენის უნივერსიტეტი. ჯერ ლაიფციგში, ხოლო შემდეგ მიუნხენში სწავლობდა გეოლოგიასა და პალეონტოლოგიას. იენისა (1890-1896) და ჰალეს (1896-1929) უნივერსიტეტების პროფესორი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1930).

ძირითადი შრომები აქვს ლითოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ფაციესთა მოძღვრების, პალეოგეოგრაფიის, ნიადაგთმცოდნეობისა და ბიოლოგიის დარგში. იკვლევდა გაუდინარი არეების გეოლოგიას, თანამედროვე და განამარხებული უდაბნოების წარმოქმნის მიზეზებს. ვალთერმა დაადგინა, რომ შრეები წარმოიქმნება ფაციესთა გადანაცვლების დროს, რასაც მუდამ თან სდევს ნალექთა ლითოლოგიური შედგენილობის შეცვლა. მოგზაურობდა მრავალ ქვეყანაში, მ.შ. იმყოფებოდა ცეილონში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, შოტლანდიაში, რუსეთში, თურქმენეთში.

დიდ ყურადღებას უთმობდა გეოლოგიური კვლევის მეთოდების დამუშავებას, განსაკუთრებით აქტუალიზმის მეთოდს. ვალთერის შრომები ზღვის ბიოლოგიაში საფუძვლად დაედო ოკეანოლოგიისა და ეკოლოგიის განვითარებას.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Einleitung in die Geologie als historische Wissenschaft (1893–1894)
  • Geschichte der Erde und des Lebens (1908)
  • Allgemeine Paläontologie (1919–1927)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #119060159 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. Record #119060159 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 10 2014:
  3. Record #119060159 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 2 2015: