იოჰანა ბაიშტაინერი
| იოჰანა ბაიშტაინერი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 20 თებერვალი, 1976 (50 წლის) |
| დაბადების ადგილი | ვინერ-ნოიშტადტი |
| საქმიანობა | გიტარისტი და classical guitarist |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | University of Music and Performing Arts Vienna |
| ჟანრი | კლასიკური მუსიკა |
| საიტი | beisteiner.com |

იოჰანა ბაიშტაინერი (გერმ. Johanna Beisteiner}], დ. 20 თებერვალი, 1976, ვიენერ-ნოიშტადტი, ავსტრია) — ავსტრიელი კლასიკური გიტარისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოჰანა ბაიშტაინერი დაიბადა 1976 წლის 20 თებერვალს ვიენერ-ნოიშტადტში, ვენაში. მან მუსიკის შესწავლა ცხრა წლის ასაკში დაიწყო იოზეფ მატიას ჰაუერის მუსიკალურ სკოლაში, ვინერ-ნოიშტადტში. 1992 წელს იგი ჩაირიცხა ვენის მუსიკისა და სცენური ხელოვნების უნივერსიტეტში და დაამთავრა გიტარის კლასი. ამას გარდა, ბაიშტაინერმა შეისწავლა მუსიკოლოგია და 2005 წელს იმავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „კლასიკური მუსიკა ფიგურულ სრიალში, სინქრონულ ცურვასა და მხატვრულ ტანვარჯიშში“ (გერმ. Kunstmusik in Eiskunstlauf, Synchronschwimmen und rhythmischer Gymnastik).
იოჰანა ბაიშტაინერს აქვს ფართო რეპერტუარი — რენესანსიდან თანამედროვეობამდე. მისი შესრულებით სამყაროში პირველად გაჟღედა კომპოზიტორების რობერტ გუიას, რუბენ პაჩეს და ედუარდ შაფრანსკის ნაწარმოებები.[1] გიტარისტი თავადაც ქმნის ორიგინალურ მუსიკას. ბაიშტაინერი თანამშრომლობდა სოჭის სიმფონიურ ორკესტრთან, მალტის ფილარმონიულ ორკესტრთან, უნგრეთის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან, გრაცის კამერულ ფილარმონიასთან, ბუდაპეშტის სიმებიან კამერულ ორკესტრთან, დირიჟორებთან — ოლეგ სოლდატოვთან, მიშელ კასტელეტთან, ბელა დრაჰოშთან, ახიმ ჰოლუბთან, აგრეთვე არგენტინული ტანგოს მოცეკვავე რაფაელ რამირესთან.
2017 წელს ბაიშტაინერი მალტის დედაქალაქ ვალეტაში გამართულ ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც მან კონცერტები გამართა მანოელის თეატრსა და მალტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.[2][3]
2018 წელს რუბენ პაჩემ მას მსოფლიო პრემიერისთვის — საკუთარ სოლო-გიტარაზე შესრულებული „მდინას სიუიტის“ ინტერპრეტატორად ვენის მუსიკფერაინში (Wiener Musikverein) იოჰანა აირჩია.[4] [5]
2018-2019 წლების სეზონზე მან რენესანსის ეპოქის ნაწარმოებების საკუთარი არანჟირებები შეასრულა ვენის კუნსტისტორიულ მუზეუმში (Kunsthistorisches Museum) პიტერ ბრიგელ უფროსის პროგრამაში, ასევე მიიღო მონაწილეობა დუეტში მსახიობ და მომღერალ კატრინ შტუფლესერთან ერთად.
2022 წლის ოქტომბერში იოჰანა ბაიშტაინერმა საკონცერტო ტურნე გამართა აშშ-ში, რომლის ფარგლებშიც გამოვიდა ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და დარემში (ჩრდილოეთ კაროლინა).[6][7][8][9] ამ საკონცერტო ტურნეს დროს მან წარადგინა თავისი შოუ „Farkas in America“ („ფარკასი ამერიკაში“) — რეციტაციის, მუსიკის და ფლამენკოს ცეკვის კომბინაცია — ნიუ-იორკის ავსტრიულ კულტურულ ფორუმზე და დარემის ხელოვნების საბჭოს PSI თეატრში. ეს შოუ ეფუძნება ებრაულ-ავსტრიელი კომიკოსის კარლ ფარკასის პოეზიის წიგნს „Farkas entdeckt Amerika“ („ფარკასი ამერიკას აღმოაჩენს“), რომელშიც ირონიულად არის აღწერილი მისი ნაცისტური რეჟიმიდან საფრანგეთისა და ესპანეთის გავლით აშშ-ში გაქცევა და იქ ცხოვრება 1938-1942 წლებში.
ბოლო წლების სოლო კონცერტების ფარგლებში, იოჰანა ბაიშტაინერი ასევე ასრულებს ვოკალურ კლასიკურ რომანსებს (მაგ. ფრანც შუბერტის ან ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის) და გამოირჩევა გიტარაზე განსაკუთრებული შესრულების ტექნიკის გამოყენებით.[10][11]
იოჰანა ბაიშტაინერი უკრავს ესპანურ კლასიკურ გიტარებზე, რომლებიც პაულინო ბერნაბეს (უფროსისა და უმცროსის) მიერაა დამზადებული.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2008 წელი: „ბროლის თასი“ კონკორდიის თეატრის 200 წლის იუბილე (მონტე-კასტელო-დი-ვიბიო, იტალია)[12][13]
- 2011 წელი: ჰოენშენჰაუზენის ციხესიმაგრის საზოგადოების საპატიო წევრობა, ბერლინი, გერმანია.[12]
- 2016 წელი: 2016 წლის კონკორდიის თეატრის ჯილდო თავისი შექმნილი ნაწარმოებისათვის „ფანტაზია მინკუსის ბალეტის დონ კიხოტის თემებზე“.[14]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт Йоханны Байштайнер
- Дискография Йоханны Байштайнер на сайте лейбла GRAMY Records დაარქივებული 2019-03-30 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Biography Биография Йоганны Байштайнер на сайте Kultur Tirol. 2011. (გერმანული)
- Австрийская гитаристка впервые в Сочи. Телевизионный отчет, декабрь 2013 г.
- Впервые в Сочи выступит гитаристка европейского уровня. Телевизионный отчет, декабрь 2013 г.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Мировые премьеры დაარქივებული 2017-06-25 საიტზე Wayback Machine. на сайте Йоханны Байштайнер, (по-русски)
- ↑ A baroque world premiere. დაარქივებული 2017-03-16 საიტზე Wayback Machine. Статья Игги Фенека, Times of Malta, 22-01-2017. (по-английски)
- ↑ Malta is more. დაარქივებული 2018-10-27 საიტზე Wayback Machine. Статья Бернда Гоппе на сайте Opera Lounge, в янфаре 2017 г. (по-немецки)
- ↑ World premiere of Pace's Mdina Suite on 29 September 2018, concert calendar of the Wiener Musikverein.
- ↑ Visiting Pieter Bruegel filmed live at the Kusthistorisches Museum, Vienna, 16 May 2019.
- ↑ Concert | Johanna Beisteiner: Farkas in America – A one woman show. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2022. ციტირების თარიღი: 10 November 2022 Johanna Beisteiner: Farkas in America in the calendar of events on the website of the Austrian Cultural Forum New York. October 2022.
- ↑ Johanna Beisteiner: Farkas in America. Report on the official Facebook site of the Leo Baeck Institute New York, October 2022.
- ↑ Amazing performance by Johanna Beisteiner. Report on the official Facebook site of the Embassy of the Republic of Malta to the United States. October 18, 2022.
- ↑ PSI Theatre. დაარქივებული 2022-10-03 საიტზე Wayback Machine. calendar of events at Durham Arts Council, October 2022.
- ↑ Sophisticated playing techniques on guitar. დაარქივებული 2025-02-18 საიტზე Wayback Machine. Article by Willy Beyer, Schwarzwälder Bote, 8 September 2020.
- ↑ Schubert - Heidenröslein. Video published by Attila Égerházi, 3 February 2020.
- 1 2 Биография. დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. Биография Йоганны Байштайнер на официальном сайте гитаристки. 2011.
- ↑ Bicentenario del Teatro della Concordia.[მკვდარი ბმული]Программа празднования двухсотлетия основания Театра Конкордиа/Teatro della Concordia. апрель 2008 г., (по-итальянски)
- ↑ Наград Театрa делла Конкордия для гитаристки. დაარქივებული 2016-09-27 საიტზე Wayback Machine. Симоне Мацци, 20-09-2016, по-итальянски.