იოჰანან აფეკი
|
| |
| ქვეყანა (სპორტი) | ისრაელი[1] |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 16 აპრილი, 1952 |
| დაბადების ადგილი | თელ-ავივი, ისრაელი |
| წოდება |
საერთაშორისო ოსტატი (1993) საერთაშორისო არბიტრი (1988) საერთაშორისო დიდოსტატი (2015) |
| საიტი | afekchess.com |
იოჰანან აფეკი (ებრ. יוחנן אפק; დ. 16 აპრილი, 1952, თელ-ავივი) — ისრაელელი საჭადრაკო კომპოზიტორი, მოჭადრაკე და მწვრთნელი. ისრაელის საეტიუდო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში (2015), საერთაშორისო ოსტატი პრაქტიკულ ჭადრაკში (1993) და საერთაშორისო არბიტრი საჭადრაკო კომპოზიციაში (1988).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოჰანან აფეკი დაიბადა 1952 წელს ისრაელში. ის არის ერთადერთი მოჭადრაკე მსოფლიოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო წოდებებს ჭადრაკის ხუთ სხვადასხვა სფეროში: საერთაშორისო დიდოსტატი კომპოზიციაში, საერთაშორისო ოსტატი პრაქტიკულ თამაშში, საერთაშორისო არბიტრი (როგორც თამაშში, ისე კომპოზიციაში) და მწვრთნელის წოდებას. დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიდერლანდებში. აფეკი არის მრავალი საჭადრაკო წიგნისა და სტატიის ავტორი, აქტიურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
საჭადრაკო კომპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფეკმა პირველი ეტიუდი 1967 წელს გამოაქვეყნა. მას შემდეგ შეადგინა 300-ზე მეტი ეტიუდი და ამოცანა. მას მრავალ საერთაშორისო კონკურსში მოპოვებული აქვს პირველი პრიზები და საპატიო შეფასებები. აფეკის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია იდეები, რომლებიც ახლოსაა პრაქტიკულ თამაშთან. მისი ეტიუდები გამოირჩევა ბუნებრივი საწყისი პოზიციებით, მსუბუქი ფიგურული წყობითა და დახვეწილი ფინალით. იგი ითვლება ეტიუდში „ეკონომიური სტილის“ მიმდევრად.
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Invisible Chess Moves (თანაავტორი ემანუელ ნეიმანი), 2011.
- Practical Chess Beauty, 2018.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურგენიძე დ., ვისწავლოთ ენდშპილი, I ნაწილი, 2004, გვ. 67.