იოსეფა ილოილო
| იოსეფა ილოილო | |
![]() | |
| ფიჯის მე-3 პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 13 ივლისი 2000 – 5 დეკემბერი 2006 | |
| წინამორბედი | ფრენკ ბაინიმარამა |
| მემკვიდრე | ფრენკ ბაინიმარამა |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 4 იანვარი 2007 – 30 ივლისი 2009 | |
| წინამორბედი | ფრენკ ბაინიმარამა |
| მემკვიდრე | ეპელი ნაილატიკაუ |
| დაბადებული | 29 დეკემბერი 1920 ვუდა, ფიჯი |
| გარდაცვლილი | 6 თებერვალი, 2011 (90 წლის) |
იოსეფა ილოილო (დ. 29 დეკემბერი, 1920, ვუდა, ფიჯი — გ. 6 თებერვალი 2011[1]) — ფიჯის პოლიტიკური მოღვაწე. ფიჯის პრეზიდენტი 2000-2006 და 2007-2009 წწ.
ილოილო იყო ქვეყნის დეპუტატთა პალატის და სენატის წევრი. 1999 წელს კამისესე მარას ვიცე-პრეზიდენტი. 2000 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. 2006 წელს აირჩიეს მეორე ვადით. ამავე წლის 5 დეკემბერს სამხედრო გადატრიალების შედეგად მმართველობა დროებით ხელში ჩაიგდო ფრენკ ბაინიმარამამ. 2007 წლის 4 იანვარს ბაინიმარამამ ილოილო დააბრუნა პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომელმაც მეორე დღეს ბაინიმარამა დანიშნა პრემიერ-მინისტრად.
დაავადებული იყო პარკინსონით და რეგულარულად გადიოდა მკურნალობის კურსს ავსტრალიაში. 2009 წლის ივლისში გადადგა თანამდებობიდან.
გარდაიცვალა 2011 წლის 6 თებერვალს, 90 წლის ასაკში[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- photos during Independence Day დაარქივებული 2009-03-14 საიტზე Wayback Machine.
- ბიოგრაფია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 The former president of Fiji, Ratu Josefa Iloilo Uluivuda, has died.. radionz.co.nz (6 February 2011). ციტირების თარიღი: 6 February 2011.
