იოსებ როინიშვილი
იოსებ ნიკოლოზის ძე როინიშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1874 — გ. 1921) — ქართველი გენერალი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ალექსანდრეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი. 1894 წელს გახდა პოდპორუჩიკი, ხოლო პორუჩიკი 1898 წელს. 1902 წელს გახდა შტაბსკაპიტანი. 1905 წლის, პირველი თანრიგით დაამთავრა ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია. 1905 წელს გახდა კაპიტანი. მსახურობდა კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოში. 1908 წლიდან პეტერბურგის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებელია. 1908 წელს გახდა პოდპოლკოვნიკი, 1909 წლიდან კი კავკასიის ოლქის სამხედრო სასამართლოს პროკურორის თანაშემწე. 1912 წელს გახდა წარჩინებისთვის პოლკოვნიკი. დაჯილდოებული იყო წმინდა ანას III ხარისხის, წმინდა ანას II ხარისხის, წმინდა სტანისლავის II ხარისხის, წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით.
1918 წლიდან საქართველოს სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე. 1918 წელს გენერლის წოდება მიიღო. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 334.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 39, ISBN 978-9941-0-7386-1.