იოსებ ნანობაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოსებ ნანობაშვილი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავამაისი, 2015
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდავით ბაქრაძე

დაბადებული30 აპრილი, 1971
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხმელთაშუაზღვის დიპლომატიური აკადემია (მალტა)
ლუიზიანის ქ. კოვინგტონის ლაკროსის უნივერსიტეტი

იოსებ ნანობაშვილი (დ. 30 აპრილი, 1971, თბილისი) — ქართველი დიპლომატი. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში 2015 წლის მაისიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1971 წლის 30 აპრილს თბილისში. 1987-1993 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის ფაკულტეტზე, ხოლო 2000-2002 წლებში — ხმელთაშუაზღვის დიპლომატიური აკადემია მალტაში. 2003 წელს დაიწყო დისტანციური სწავლება ლუიზიანის ქალაქ კოვინგტონის ლაკროსის უნივერსიტეტში, რომელიც 2005 წელს დოქტორის ხარისხით დაასრულა.

1998 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და 2002 წლამდე იკავებდა ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მეორე მდივნის, ატაშეს პოზიციას. 2002-2006 წლებში ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი, პირველი მდივანი და მეორე მდივანი იყო. 2006 წელს დაინიშნა ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ეს თანამდებობა 2008 წლამდე ეკავა, რის შემდეგაც გადავიდა რუმინეთში და 2009 წლამდე საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, უფროსი მრჩეველი და კონსული იყო. 2009-2013 წლებში ეუთო-ში საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი, ხოლო 2013-2015 წლებში — საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დირექტორი იყო.

2015 წლის მაისიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]