იოსებ მაღალაშვილი
იოსებ მაღალაშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1952, მეტეხი) — ქართველი სპორტსმენი (სამბო). 1977 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. მსოფლიოს თასის მფლობელი (1977). სსრკ სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1977). სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 1979). სსრკ-ის სპორტის ოსტატი (1970), სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1974) და ღირსების ორდენის კავალერი.
ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ტურნირი | მაპინძელი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
1974 | მსოფლიო ჩემპიონატი | ულან-ბატორი, მონღოლეთი | -52 კგ | ![]() |
1975 | მსოფლიო ჩემპიონატი | მინსკი, სსრკ | -52 კგ | ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალიხანოვი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 601.