იოსებ თუმანიშვილი
იოსებ თუმანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 იანვარი, 1909 ტიფლისი |
გარდაცვალების თარიღი |
8 ივლისი, 1981 (72 წლის) მოსკოვი, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
იოსებ მიხელის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი) (რუს. Ио́сиф Михайлович Туманишви́ли (Тума́нов); დ. 2 (15) იანვარი, 1909, თბილისი - 8 ივლისი, 1981, მოსკოვი) - საბჭოთა მსახიობი, თეატრისა და სახალხო წარმოდგენების რეჟისორი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1964). მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1950).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსებ თუმანიშვილი დაიბადა 2 (15) იანვარი 1909 ტფილისში (ახლანდელი თბილისი, საქართველო).
1923 წლიდან თბილისში დაიწყო სასცენო მოღვაწეობა.
1929 წელს დაამთავრა დრამის კურსები ი. ზავადსკის ხელმძღვანელობით. 1925-1932 წლებში იყო ი. ზავადსკის თეატრ-სტუდიის მსახიობი, სადაც მან მრავალი მთავარი როლი შეასრულა. 1933-1934 წლებში მოსკოვის მუშათა მხატვრული თეატრის მთავარი რეჟისორია; 1934-1936 წლებში - ახალი თეატრის დირექტორი.[1]
1936 წლიდან რეჟისორი, 1938-1946 წლებში კი - მთავარი რეჟისორი კ. ს. სტანისლავსკის სახელობის მოსკოვის ოპერის თეატრში (1941 წლიდან - კ. სტანისლავსკის და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის მუსიკალური თეატრი). 1946-1953 წლებში - მოსკოვის ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1953-1960 წლებში - მოსკოვის პუშკინის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 1961 წლიდან - კრემლის ყრილობათა სასახლის და პარალელურად 1964-1970 წლებში - დიდი თეატრის მთავარი რეჟისორი.
იოსებ თუმანიშვილი იყო მოსკოვში მრავალი ეროვნული დეკადების საკონცერტო წარმოდგენების სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი. მთავარი რეჟისორი იყო „ოლიმპიადა-80“-ის (მოსკოვი) გახსნისა და დახურვის ცერემონიების, სპორტული ფესტივალი „მეგობრობა-84“-ის შეჯიბრის ოფიციალური გახსნის ცერემონიის; ახალგაზრდობისა და სტუდენტების VI და XII მსოფლიო ფესტივალების გახსნისა და დახურვის ცერემონიების; მოსკოვში კეთილი ნების თამაშების გახსნის ცერემონისა (ბოლო სამი მის მიერ შეიქმნა გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე და მიეძღვნა მის ხსოვნას).
1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასწავლიდა სამსახიობო ოსტატობას გლაზუნოვის სახელობის თეატალურ-მუსიკალურ სასწავლებელში (1951 წელს სასწავლებელი ГИТИС-ის შემადგენლობაში შევიდა[2] ). 1951 წლიდან ასწავლიდა ГИТИС- ში (1965 წლიდან - პროფესორი). 1970 წლიდან - მუსიკალური თეატრის მსახიობებისა და რეჟისორების კურსების სამხატვრო ხელმძღვანელი, ГИТИС-ის სარეჟისორო განყოფილების ხელმძღვანელი. იყო სკკპ წევრი 1956 წლიდან.
1946 წელს ნიკოლოზ სანიშვილთან ერთად აქვს გადაღებული ფილმი დავით გურამიშვილი.
იოსებ თუმანიშვილი გარდაიცვალა მოსკოვში, 1981 წლის 8 ივლისს. დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე (ნაკვეთი №50).
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეუღლე — ვალენტინა მიხეილის ასული იუნაკოვსკაია (1909-1998), მოსკოვის ოპერეტის თეატრის მსახიობი.
- ვაჟი — მიხეილ იოსების ძე თუმანიშვილი (1935-2010), მსახიობი, კინორეჟისორი. რსფსრ დამსახურებული არტისტი (1991).
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1941 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
- 1950 — მეორე ხარისხის სტალინური პრემია
- 1954 — რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1955 — ორდენი საპატიო ნიშანი
- 1958 — რსფსრ სახალხო არტისტი
- 1958 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[3]
- 1964 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1940, 1947, 1967 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1976, 1980 — ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოსებ თუმანიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იოსებ თუმანიშვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Театральная Энциклопедия. драма опера балет оперетта цирк эстрада драматург режиссёр
- ↑ Дивы. Часть VIII | Литературное обозрение. ციტირების თარიღი: 2018-08-08
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1958. № 2. გვ. 17.
- დაბადებული 15 იანვარი
- დაბადებული 1909
- გარდაცვლილი 8 ივლისი
- გარდაცვლილი 1981
- თბილისში დაბადებულები
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საბჭოთა მსახიობები
- მსახიობები ანბანის მიხედვით
- XX საუკუნის მსახიობები
- რსფსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- რეჟისორები ანბანის მიხედვით
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- ვაგანკოვოს სასაფლაოზე დაკრძალულები