იოსებ ზონენაშვილი
იერსახე
იოსებ ამბროსის ძე ზონენაშვილი (დ. 29 აგვისტო, 1932, თბილისი, — გ. 2014) — ქართველი-ებრაელი[1] მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1956), 1959 წლიდან მუშაობა დაიწყო თსუ-ის მექანიკა-მათემათიკის ფაკულტეტის თეორიული მათემატიკის კათედრაზე. კვლევის თემაა — გამაგრებული და გამონაწნეხიანი ხვრელების მქონე ფირფიტებისა და გარსების სტატიკის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით (2002), ღირსების ორდენით (2003).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 378.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჩიკვაშვილი დ., მე-19–20 საუკუნის ებრაელი მეცნიერები საქართველოში, ებრაული კულტურული მემკვიდრეობა — საქართველოს ეროვნული მუზეუმი.