იოსებ დოლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოლიძე.

იოსებ მალაქიას ძე დოლიძე (დ. 24 თებერვალი, 1903, ნიგოითი, ოზურგეთის მაზრა, — გ. 23 ნოემბერი, 1985) — ქართველი მეცნიერი, აბრეშუმის ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1960), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1963). 1964 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აბრეშუმის ტექნოლოგიის კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება აბრეშუმის პარკის პირველადი დამუშავების ტექნოლოგიასა და აბრეშუმმცოდნეობას. ავტორია წიგნისა „აბრეშუმის პარკის დამზადებისა და პირველადი დამუშავების ტექნოლოგია“ (1964).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]