შინაარსზე გადასვლა

იოსებ ბუაჩიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუაჩიძე.
იოსებ ბუაჩიძე
დაბ. თარიღი 2 სექტემბერი, 1907(1907-09-02)[1]
დაბ. ადგილი ფარცხნალი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 იანვარი, 2006(2006-01-25) (98 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოლოგი[1] და hydrogeologist
მუშაობის ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი

იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძე (დ. 2 სექტემბერი, 1907 — გ. 25 იანვარი, 2006) — ქართველი გეოლოგი და ჰიდროგეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961). საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1967). სკკპ წევრი 1927 წლიდან.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (1934). მუშაობდა „აჭარჰესის“ მშენებლობაზე, იყო „თბილჰიდროენერგოპროექტის“ საინჟინრო გეოლოგიური განყოფილების გამგე (1938), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი (1951 წლიდან), ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგე (1954-1974). საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი (1958-1973). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიური სექტორის დირექტორი. 1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდა ჰიდროგელოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, შემდეგ ინსტიტუტი, რომლის დირექტორის მოვალეობასაც იოსებ ბუაჩიძე 1990 წლამდე ასრულებდა.

იოსებ ბუაჩიძის ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი – ინგლისურ ენაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული შრომა, ბევრი მათგანი — აშშ-ს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, იაპონიის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში. იოსებ ბუაჩიძეს შედგენილი აქვს 200-ზე მეტი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის შენარჩუნების მიზნით.

შეადგინა საქართველოს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის რუკები და დარაიონების სქემები, გამოჰყო საქართველოს ტერიტორიაზე არტეზიული აუზების გავრცელების არეები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.