იოსებ ახალბედაშვილი
იოსებ ახალბედაშვილი (დ. 29 მარტი, 1974, გორი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სამბისტი. ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1996, -95 კგ). სამბოში მსოფლიო ჩემპიონი (1997, -100 კგ, თბილისი). ღირსების მედლის კავალერი.
1995 წელს დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის (მდებარეობდა გორში) ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი, 1998 წელს — შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.
ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
1994 | მსოფლიო ჩემპიონატი | ნოვი-სადი, იუგოსლავია | -100 კგ | |
1995 | ევროპის ჩემპიონატი | მინსკი, ბელარუსი | -100 კგ | |
1997 | მსოფლიო ჩემპიონატი | თბილისი, საქართველო | -100 კგ | |
1997 | ევროპის ჩემპიონატი | ბაქო, აზერბაიჯანი | -100 კგ | |
1998 | მსოფლიო ჩემპიონატი | კალინინგრადი, რუსეთი | -100 კგ | |
1998 | ევროპის ჩემპიონატი | შიაულიაი, ლიტვა | -100 კგ | |
1999 | ევროპის ჩემპიონატი | სოფია, ბულგარეთი | -100 კგ |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 26, თბ., 1998–1999;
- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 13, 294, თბ.: პალიტრა L, 2013.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- იოსებ ახალბედაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იოსებ ახალბედაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იოსებ ახალბედაშვილი[მკვდარი ბმული] — ქართული სპორტი.
- იოსებ ახალბედაშვილი — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.