იოსებ არღუთინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოსებ არღუთინსკი, დოლგორუკი (დ. 1743, სოფ. სანაჩინი, თბილისის მახლობლად — გ. 21 მარტი [ძვ. სტ. 9 მარტი], 1801, თბილისი) — სომეხი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, არქიეპისკოპოსი, სრულად სომხეთის კათალიკოსი 1800 წლიდან. 1783 წელს შეადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთს უნდა აღედგინა სომხეთის დამოუკიდებელი სამეფო. რუსეთს უფლება ეძლეოდა მეფე დაენიშნა და ჯარი ჰყოლოდა სომხეთში. იოსებ არღუთინსკი მჭიდროდ თანამშრომლობდა ერეკლე II-თან და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს რუსეთთან შეერთებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]