იოსებ აბაკელია
იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია (დ. 15 მარტი[ ძვ. სტ. 2 მარტი], 1882, ქუთაისი ― გ. 1938) — ქართველი ფთიზიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1924), პროფესორი (1930).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აბაკელიას თაოსნობით დაარსდა თბილისის პირველი ტუბერკულოზის ამბულატორია (1922; 1925-იდან I ტუბდისპანსერი) და ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტიტუტი (1930). 1938-მდე ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები; ავტორია პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ტუბერკულოზის შესახებ. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 12-13, თბ., 1975 წელი.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 12, თბ., 1997 წელი.