იოსა ბუსონი
| იაპონ. 与謝蕪村 | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 1716[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] |
|---|---|
| დაბადების ადგილი | კემა |
| გარდაცვალების თარიღი | 17 იანვარი, 1784[24] |
| გარდაცვალების ადგილი | ჰეიან-კიო |
| დასაფლავებულია | კონპუკუ-ჯის ტაძარი |
| საქმიანობა | ჰაიკუ პოეტი, მწერალი[1] , მხატვარი[25] და კალიგრაფი |
| მოქალაქეობა | იაპონია |
| ჟანრი | ჰაიკუ |
| Magnum opus | თოვლით დაფარული სახლები ღამით და ათი სიამოვნება |
იოსა ბუსონი
იოსა (ნო) ბუსონი (იაპონ. 与謝 蕪村; დ. 1716 — გ. 17 იანვარი, 1784)[26] — XVIII საუკუნის იაპონელი პოეტი და მხატვარი (ედოს პერიოდისა).[27] მაცუო ბასიოსთან და კობაიაში ისასთან ერთად იოსა ბუსონი ითვლება ედოს პერიოდის უდიდეს პოეტებს შორის. ის ასევე ცნობილია ჰაიგას, როგორც ხელოვნების სტილის დამსრულებლად, ჰაიბუნ პროზასთან მუშაობით და ჩინურ-იაპონური შერეული სტილის პოეზიაზე ექსპერიმენტებით.[28]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსა ბუსონი დაიბადა სოელ კემაში, სეცუ პროვინციაში (დღევანდელი კემა, მიაკოჯიმას უბანი, ოსაკა). მისი ნამდვილი გვარი იყო ტანიგუჩი. ბუსონი თითქმის არ საუბრობდა თავის ბავშვობაზე, მაგრამ ზოგადად ითვლება, რომ ის იყო სოფლის უფროსის და იოსადან მოსული მიგრანტი მუშაკის უკანონო შვილი. იოსანოში, კიოტოში, ტანიგუჩის ოჯახის თქმით, ბუსონი იყო მსახური ქალის შვილი (ქალს სახელად ერქვა გენ), რომელიც ოსაკაში სამუშაოდ მისულიყო და საკუთარი პატრონისგან ჰყავდა შვილი. გენის საფლავი შემორჩენილია იოსანოში. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ახალგაზრდა ბუსონზე ზრუნავდნენ სეიაკუ-ჯის ტაძარში იოსანოში, და მოგვიანებით, როცა ბუსონი დაბრუნდა ტანგოს პროვინციაში, მან ტაძარს საჩუქრად მიართვა საკუთარი ნახატი.[29]
ცხოვრება ედოში და მოგზაურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაახლოებით 20 წლის ასაკში ბუსონი გადავიდა ედოში (დღევანდელი ტოკიო). მან ისწავლა პოეზია ჰაიკაის ოსტატის, ჰაიანო ჰაჯინის ხელმძღვანელობით, რომელმაც თავის სასწავლო სახლს იაჰანტეი (შუაღამის პავილიონი) უწოდა. ჰაჯინის გარდაცვალების შემდეგ ბუსონი გადავიდა შიმოსას პროვინციაში (დღევანდელი იბარაკის პრეფექტურა). თავისი კერპის, მაცუო ბასიოს კვალზე სვლით, ბუსონმა იმოგზაურა ჰონსიუს ჩრდილოეთის ველებში, რომლებიც შთაგონების წყარო იყო ბასიოს ცნობილი სამოგზაურო დღიურისთვის, ოკუ ნო ჰოსომიჩი („ვიწრო გზა შიდა პროვინციებისკენ“). მან თავისი მოგზაურობის ჩანაწერები გამოსცა 1744 წელს. ეს იყო პირველი წიგნი და პირველი შემთხვევა, როდესაც მან ბუსონის სახელით გამოაქვეყნა.[30]
დასახლება კიოტოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონიის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ტანგოში (დღევანდელი კიოტოს პრეფექტურის ჩრდილოეთი ნაწილი) და სანუკის პროვინციაში (დღევანდელი კაგავის პრეფექტურა) მოგზაურობის შემდეგ, ბუსონი დასახლდა ქალაქ კიოტოში 42 წლის ასაკში. დაახლოებით ამ დროს მან დაიწყო იოსას სახელით წერა. ფსევდონიმი მწერალმა აიღო დედის სამშობლოდან (იოსა, ტანგოს პროვინცია).
შემოქმედებითი მუშაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1754-დან 1757 წლამდე ბუსონმა იმუშავა ჰაიგა-სტილის სურათოვანი გრაგნილების კოლექციაზე, სახელწოდებით „ბუსონ იოკაი ემაკი".[31]
ბუსონი დაქორწინდა 45 წლის ასაკში და ჰყავდა ერთი ქალიშვილი, კუნო. 51 წლის ასაკში მან ცოლ-შვილი კიოტოში დატოვა და სანუკის პროვინციაში წავიდა მრავალ ნამუშევარზე სამუშაოდ.[32]
კიოტოში დაბრუნების შემდეგ, ის წერდა და ასწავლიდა პოეზიას სუმიიაში. როგორც მოდელები თავისი მოსწავლეებისთვის, მან გამოარჩია ბასიოს ოთხი მოწაფე: კიკაკუ, კიორაი, რანსეცუ და სოდო.[33] 1770 წელს მან მიიღო ჰაიკუს ფსევდონიმი იაჰანთეი II (იაპონ. 俳号, „მიდნაით სტუდიო“ — „შუაღამის სადგომი“), რომელიც ადრე მისი მასწავლებლის, ჰაჯინის, ფსევდონიმი იყო.
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუსონი გარდაიცვალა 68 წლის ასაკში და დაკრძალულია კონპუკუ-ჯის ტაძარში, კიოტოში. სიკვდილის მიზეზი ადრე დიაგნოზირებული იყო, როგორც მძიმე დიარეა, მაგრამ ბოლოდროინდელი გამოკვლევები მიუთითებს, რომ ეს იყო მიოკარდიუმის ინფარქტი.[34]
მუზეუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსა ბუსონის ნამუშევრები ინახება მრავალ მუზეუმში მთელ მსოფლიოში, მათ შორის სიეტლის ხელოვნების მუზეუმში,[35] მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში,[36] მიჩიგანის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმში,[37] ჰარვარდის ხელოვნების მუზეუმებში,[38] ვორჩესტერის ხელოვნების მუზეუმში,[39] კიმბელის ხელოვნების მუზეუმსა[40] და ბრიტანეთის მუზეუმში.[41]
პოეზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილი ჰაიკუები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდა ყვავილის
დაეცემა ფურცლები, ორი-სამი
ერთმანეთზე.
სხვა ჰოკუ
ირიბის გარდა —
ყოველ ყვავილში, ფერი
ღრმა აუზისა.
გაზაფხულის წვიმა,
თითქმის საკმარისი, რომ დაასველოს
ნაპირზე ჯავშნები
პოეტური ფილოსოფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუსონი თვლიდა, რომ ლექსები უნდა იყოს ბუნებრივი, მკაცრი წესებისა თუ სახელმძღვანელოების გარეშე. მისმა მომზადებამ იაჰანტეიში ხელი შეუწყო მსუბუქ მიდგომას, რომელიც ხაზს უსვამდა ინდივიდუალურ სტილს, და ნაკლებად — ოსტატის ნამუშევრის გამეორებას. ბუსონის ინტერესის ნაკლებობის გამო თავისი დროის თანამედროვე ტენდენციებისადმი პოეზიის თვალსაზრისით, მისი ნამუშევრები ზოგიერთების მიერ მოძველებულად ითვლებოდა.
მეორე მხრივ, ბუსონის ნახატები უფრო ფართოდ იყო მიღებული მის დროში. ფერწერა იყო მისი შემოსავლის მთავარი წყარო, ამიტომ მას არ შეეძლო მისადმი ისეთი თავისუფალი მიდგომა, როგორიც პოეზიისადმი.
ინგლისური გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The King of Hell's Mouth („ჯოჯახეთის მეფის პირი“), Calambac Publishing House, გერმანია 2017, ISBN 978-3-943117-94-3.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბუსონ იოკაი ემაკი, ემაკიმონო ბუსონის მიერ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119045877 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Digital Library for Dutch Literature — 1999.
- ↑ Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ Encyclopædia Universalis — Encyclopædia Britannica Inc., 1968.
- ↑ Artnet — 1998.
- ↑ collections.artsmia.org
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden.
- ↑ Faceted Application of Subject Terminology
- ↑ ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმი — 1933.
- ↑ www.poetryfoundation.org
- ↑ CONOR.SI
- ↑ mutualart.com — 2008.
- ↑ Artcyclopedia
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ NMVW-collection website
- ↑ The LiederNet Archive — 1995.
- ↑ Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 1998.
- ↑ CONOR.BG
- ↑ Korean Authority File
- ↑ CONOR.SR
- ↑ National Library of Portugal — 1796.
- ↑ Trove — 2009.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ (10 March 2025) {{{title}}}, 2nd, Sanseidō.
- ↑ Buson (Japanese artist and poet). ციტირების თარიღი: 2013-02-17
- ↑ 都島区役所総務課 (1996). 蕪村と都島 (Japanese). Japan: 都島の歴史に関する調査研究委員会, გვ. 2.
- ↑ „与謝野蕪村/遅咲きの文人 丹後の寄り道“. The Nikkei, morning edition. October 6, 2019. pp. 9–11.
- ↑ Henry Trubner, Tsugio Mikami, Idemitsu Bijutsukan. Treasures of Asian art from the Idemitsu Collection. Seattle Art Museum, 1981. ISBN 978-0-932216-06-9 p174
- ↑ Hyōgo Kenritsu Rekishi Hakubutsukan (2009). Zusetsu Yōkaiga no keifu, Shohan, Tōkyō: Kawade Shobō Shinsha. ISBN 978-4-309-76125-1. OCLC 319499848.
- ↑ Shin 'chi, Fujita (2012). 別冊太陽 与謝蕪村 画俳ふたつの道の達人 (Japanese). Japan: 平凡社, გვ. 170. ISBN 978-4-582-92202-8.
- ↑ S Addiss, The Art of Haiku (2012) p. 192
- ↑ Sugiura, Morikuni (2008). 江戸期文化人の死因 (Japanese). Japan: 思文閣出版. ISBN 978-4-7842-1422-8.
- ↑ Works – Yosa Buson – Artists – eMuseum. ციტირების თარიღი: 2021-01-07
- ↑ Travels through Mountains and Fields. ციტირების თარიღი: 2023-03-03
- ↑ Exchange: Crows Flying Through Rain. ციტირების თარიღი: 2021-01-07
- ↑ Harvard. From the Harvard Art Museums' collections Crossing a Mountain Stream by a Bridge en. ციტირების თარიღი: 2021-01-07
- ↑ Travelers on Horseback on a Mountain in Spring | Worcester Art Museum. ციტირების თარიღი: 2021-01-07
- ↑ Landscape with a Solitary Traveler | Kimbell Art Museum en. ციტირების თარიღი: 2021-01-07
- ↑ hanging scroll; painting | British Museum en. ციტირების თარიღი: 2021-01-07