იორდანოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იორდანოვის სახლი
რუს. Дом Йорданова
კოორდინატები 47°12′37″N 38°56′25″E / 47.210192° ჩ. გ. 38.940306° ა. გ. / 47.210192; 38.940306
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის დასაწყისი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101197000

იორდანოვის სახლი (რუს. Дом Йорданова) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში. შენობა 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1].

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 46.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუთხის ორსართულიანი სახლი ბერძნების ქუჩისა და უსპენსკის შესახვევის გადაკვეთაზე, ააგეს XIX საუკუნის დასაწყისში. ცნობილია იმ მოქალაქეების სახელები, რომლებიც შენობას ფლობდნენ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. 1870 წლიდან სახლი ეკუთვნოდა მესამე გილდიის ვაჭარ თედორე იორდანოვს. იორდანოვი ტაგანროგში დასახლდა 1820-იან წლებში, ფლობდა მაკარონის ორ ფაბრიკას, დაკავებული იყო სასურსათო საქონლის ვაჭრობით. 1843 წელს თედორე იორდანოვი დაქორწინდა ვაჭარ ლიცინის 17 წლის ახალგაზრდა ქალიშვილ სოფიაზე. 1850 წელს სოფია გარდაიცვალა. ტაგანროგის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე შემორჩენილია მისი ძეგლი, რომელიც დამზადებულია გრანიტის ვარდისფერი ბლიკისაგან და აქვს ეპიტაფია. მეორე ცოლთან ოლგა პავლეს ასულთAნ შეეძინა ხუთი შვილი: სოფია (1853), პეტრე (1855), მარია (1856), პავლე (1858) და პანტელეიმონი (1862).

თავის დროზე თედორე შედიოდა ტაგანროგის პორტის მშენებლობის კომისიაში. იგი გარდაიცვალა 1872 წელს. მისი სახლი გადავიდა მისი მეორე ცოლის ოლგა ივანეს ასულის მფლობელობაში. მოგვიანებით 1925 წლამდე სახლს ფლობდნენ მათი შვილები. 1890-1891 წლებში სახლში მუშაობდა ნ. ჩუბენკოს მაკარონის ფაბრიკა.

საბჭოტა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. 1918 წლიდან აქ გახსნილია მეზღვაურთა კლუბი. ამჟამად ეს არის საცხოვრებელი სახლი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი მდებარეობს ბერძნების ქუჩისა და დობროლიუბოვის აღმართის გადაკვეთაზე. იგი აგურითაა ნაგები. ფასადზე შვიი ფანჯარა აქვს. მთავარი შესასვლელი შენობის მარცხენა მხარესაა.

შენობა შეღებილია ყვითლად. ზოგიერთი არქიტექტურული დეტალი კი თეთრად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0.
  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]