შინაარსზე გადასვლა

იორამ მამალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამალაძე.

იორამ არსენის ძე მამალაძე (დ. 15 დეკემბერი, 1911, ზესტაფონი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 4 ივლისი, 1966, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფერმწერი, პეიზაჟისტი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1957).

1926-1928 წლებში სწავლობდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში, 1928-1932 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილისა და ე. ლანსერეს მოწაფე. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო (1940-1945) და სამხატვრო-სამრეწველო (1945-1948) სასწავლებლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1959-1966). მონაწილეობას იღებდა გამოფენებში. აკვარელისა და ზეთის საღებავებით ხატავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟებს. ყურადღებას უთმობდა „ინდუსტრიულ პეიზაჟსაც“. მისი ძირითადი ნამუშევრებია: „ფერომანგანუმის ქარხანა“ (1937), „პიონერები იმერეთის სოფელში“ (1947, ორივე დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა) და სხვა. ი. მამალაძე ფერწერისა და პერსპექტივის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]