იონ კიკუ
იონ კიკუ | |
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 14 ნოემბერი, 2019 |
პრეზიდენტი | იგორ დოდონი |
წინამორბედი | მაია სანდუ |
მოლდოვის ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 დეკემბერი, 2018 – 8 ივნისი, 2019 | |
პრეზიდენტი | იგორ დოდონი |
დაბადებული | 28 თებერვალი, 1972 პირჟოლტენი, კელერაშის რაიონი, მოლდავეთის სსრ, სსრკ |
იონ კიკუ (მოლდ. Ion Chicu, დ. 24 მაისი, 1972, პირჟოლტენი, კელერაშის რაიონი, მოლდავეთის სსრ, სსრკ) — მოლდოველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მოლდოვის პრემიერ-მინისტრი 2019 წლის 14 ნოემბრიდან. ფინანსთა მინისტრი 2018-2019 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა მოლდოვის ეკონომიკურ მეცნიერებაათა აკადემიის მენეჯმენტის ფაკულტეტი.
2005 წელს მუშაობდა მოლდოვის ეკონომიკისა და ვაჭრობის სტრუქტურული რეფორმების სამმართველოს დირექტორის თანამდებობაზე. 2006-2008 წლებში მოლდოვის ფინანსთა მინისტრის მოადგილეა. 2008-2009 წლებში მოლდოვის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში.
2018 წლიდან დანიშნეს ფინანსების სამინისტროს გენერალურ მდივნად, ხოლო ამავე წლის დეკემბერში ფინანსთა მინისტრად.
2019 წელს დაინიშნა მოლდოვის პრეზიდენტის მრჩევლად, ხოლო ამავე წლის 14 ნოემბრიდან პრემიერ-მინისტრია.
დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кто он — Ион Кику, кандидат в премьеры, предложенный президентом Молдовы დაარქივებული 2019-11-13 საიტზე Wayback Machine. // sputnik.md