იონიზაციის ხარისხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A პლაზმური ლამპა, რომელიც წარმოადგენს ნაწილობრივ იონიზირებული პლაზმის მაგალითს.

იონიზაციის ხარისხი განსაზღვრავს რაიმე ატომებისა და მოეკულებისგან შემდგარი სუბსტანციის, მაგალითად აირის იმ ნაწწილაკების ფარდობით წილს, რომლებიც იონიზირებული არიან დამუხტულ ნაწილაკებად. პლაზმაში იონიზაციის ხარისხი α განიმარტება როგორც α = ni/(ni + na) სადაც ni არის იონების კონცენტრაცია, ხოლო na არის ნეიტრალური ნაწილაკების კონცენტრაცია. იონიზაციის დაბალი ხარისხის მქონე სუბსტანციას ხშირად სუსტად ან ნაწილობრივ იონიზირებუს უწოდებენ.

იონიზაცია არის ფიზიკური პროცესი, რომლის დროსაც ნეიტრალური ატომებისა ან მოლეკულებისაგან წარმოიქმნება იონები პროტონებისა და ელექტრონების რაოდენობის ცვლილებით. იონიზაციის პროცესი ძირითადად ასოცირდება ნივთიერებიდან ელექტრონების ამოგლეჯით, რომლის დროსაც ბმულ მდგომარეობაში მყოფმა ელექტრონმა უნდა მიიღოს საკმარისი ენერგია რათა გადალახოს იონიზაციის პოტენციალი.