იონა მირცხულავა
იერსახე
იონა მირცხულავა (დ. 2 თებერვალი, 1912 — გ. 2 ივნისი, 1983, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1935 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად, აგრეთვე თბილისის სამედიცინო ინსტიტუში. 1938-1950 წლებში იყო ამ ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგე. 1954 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მყარი სხეულის ფიზიკის კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება მყარი სხეულის ფიზიკასა და ნახევრად გამტარების ფიზიკას.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახევარგამტართა ფიზიკა, დამხმმარე სახელმძღვ. ფიზიკის ფაკულტეტიტის სტუდენტებისათვის, თბილისი, 1979
- ზოგადი ფიზიკის სახელმძღვანელო: მექანიკა და მოლეკულური ფიზიკა, თბილისი, 1960
- სტატისტიკური ფიზიკა და თერმოდინამიკა, თბილისი, 1957
- ზოგადი ფიზიკა: მოკლე სახელმძღვანელო, თბილისი, 1946
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 14.