იოლანდი ფისერი
| იოლანდი ფისერი | |
|---|---|
|
იოლანდი ფისერი | |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | ანრი დიუ ტუა |
| დაბ. თარიღი | 3 მარტი, 1984 |
| დაბ. ადგილი | პორტ-ალფრედი, აღმოსავლეთ კაპის პროვინცია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
| წარმოშობა |
|
| ჟანრ(ებ)ი |
ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი რეივი ელექტრონული მუსიკა |
| აქტიური | 2001–დღემდე |
| საიტი | dieantwoord.com |
| იოლანდი ფისერი ვიკისაწყობში | |
იოლანდი ფისერი (ინგლ. Yolandi Visser; უფრო მეტად, ცნობილია თავისი სასცენო სახელით, იოლანდი ფისერით, რომელიც სტილიზებულია როგორც ¥o-landi Vi$$er; დ. 3 მარტი, 1984, პორტ-ალფრედი) — ალტერნატიული ჰიპ-ჰოპისა და რეივ ჯგუფის — „Die Antwoord“-ის სოლისტ-ვოკალისტი და მსახიობი.
16 წლის ასაკში, სკოლა-ინტერნატში სწავლებისას პირველად შეეცადა თავისი მუსიკალური ჩანაწერის გაკეთებას. სკოლის შემდეგ, სამუშაოდ კეიპტაუნში გადავიდა, სადაც შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს აგრეთვე მომღერალს უოტკინ ტიუდორ ჯონზს, რომელთანაც ერთად მუშაობდა ჯგუფ The Constructus Corporation-ის ჩანაწერებზე, ხოლო შემდეგ Max Normal-ის პროექტზე. 2006 წელს პროექტ Max Normal-ის დასრულების შემდეგ, იოლანდიმ ჯონზთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი „Die Antwoord“, რომელიც სამი წევრისგან შედგება: ნინძა (უოტკინ ტიუდორ ჯონზი), იოლანდა ფისერი (ანრი დიუ ტუა) და DJ Hi-Tek (ჯასტინ დე ნობრეგა). 2007 წელს იოლანდის შეეძინა შვილი სახელად სიქსტინი, ხოლო 2011 წელს იშვილა 9 წლის ბიჭი სახელად ტოკი. ამჟამად იოლანდი და ჯონზი განქორწინებულები არიან.
2014 წელს იოლანდიმ და ჯონზმა მონაწილეობა მიიღეს ნილ ბლომკამპის ფილმში „ჩაპი“.