იოლანდა დე ენო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოლანდა დე ენო
Yolande de Hainaut
ლათინთა იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1217
მმართ. დასასრული: 1219
წინამორბედი: პიერ II
მემკვიდრე: რობერ დე კურტენე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1175
გარდ. თარიღი: 1219
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: პიერ II დე კურტენე
შვილები: 12
დინასტია: კურტენეს საგვარეულო
მამა: ბოდუენ V დე ენო
დედა: მარგარიტა I
რელიგია: კათოლიციზმი

იოლანდა დე ენო (ფრანგ. Yolande de Hainaut; დ. 1175 — გ. 1219, კონსტანტინოპოლი) — ლათინთა იმპერიის იმპერატორი (1217—1219 წწ.). იმპერატორ პიერ II დე კურტენეს მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოლანდა იყო ენოს გრაფ ბოდუენ V-ისა და გრაფინია მარგარიტა ფლანდრიელის შვილი. მისი ორი ძმა ბოდუენ I და ანრი I იყვნენ ლათინთა იმპერიის იმპერატორები. 1193 წელს გაათხოვეს პიერ II დე კურტენეზე, რომელიც იყო ნევერის, ოსერისა და ტონერის გრაფი. 1212 წელს იოლანდას მემკვიდრეობით ერგო ნამიურის სამარკგრაფო, მაგრამ იგი თავის უფროს შვილს ფილიპს გადასცა.

1216 წელს ანრი I-ის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის ტახტი სწორედ იოლანდას ქმარს შესთავაზეს. 1217 წლის 9 აპრილს რომში კორონაციის შემდეგ იოლანდა კონსტანტინოპოლში ზღვით დაბრუნდა, ხოლო პიერმა გზა ხმელეთით განაგრძო. კონსტანტინოპოლში ჩასულმა იოლანდამ 1217 წელს შეიტყო, რომ მისი მეუღლე ტყვედ ჩაიგდო ეპირის დესპოტმა. იოლანდა იმპერიას სათავეში ჩაუდგა, ხოლო მალევე დაიბადა მომავალი იმპერატორი ბოდუენ II.

იმპერიის მდგომარეობის გამტკიცების მიზნით 1217 წელს საკუთარი შვილი აგნესი დანიშნა აქაიის მთავარ ჟოფრუა II-ზე, ხოლო მეორე შვილი ცოლად გააყოლა ნიკეის იმპერატორ თეოდორე I ლასკარისს.

1219 წლის დასაწყისიდან, როდესაც კონსტანტინოპოლში ცნობილი გახდა იმპერატორ პიერ II დე კურტენეს გარდაცვალების შესახებ, იოლანდა თავისი შვილის სახელით მართავდა ქვეყანას გარდაცვალებამდე .

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Zdzisław Pentek. Cesarstwo Łacińskie. Kolonialne państwo krzyżowców czy Neobizancjum?, Poznań 2004, s. 146—152.(პოლონური)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]