იოკასტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოკასტე ან ეპიკასტე — მენეკევსის ასული, თებეს მეფის ლაიოსის მეუღლე, ოიდიპოსის დედა (შემდგომ უკვე ცოლი) როცა ლაიოსს მისანმა უწინასწარმეტყველა შვილის ხელიდან სიკვდილი. იმის შიშით, რომ შვილი მოკლავდა და ტახტს წაართმევდა, ლაიოსმა ბრძანა ყრმისავის ფეხები გაეხვრიტათ და კითერონის მთებში გადაეგდოთ. ოიდიპოსი მწყემსებმა იპოვეს და კორინთოს მეფეს პოლიბოსს მიჰგვარეს. უშვილო პოლიბოსმა ოიდიპოსი იშვილა და გაზარდა, ხოლო როცა ოიდიპოსმა გაიგო რომ მამას მოკლავდა და დედას ოლად შეირთავდა სახლიდან გამოიქცა. გზად მას ერთი თავადი შეხვდა რომელთანაც შეკამათება მოუვიდა და შემოაკვდა. ამის შემდეგ, ოდისევსი თებეში ჩავიდა და სფინქსი დაამარცხა, რის გამოც იგი თებეს მეფე გახდა და ცოლად შეირთო იოკასტე, — საკუთარი დედა. იოკასტეს და ოიდიპოსს ოთხი შვილი ორი ვაჟი:ეტეოკლე და პოლინიკე, და ორი ქალი:ანტიგონე და ისმენე შეეძნა. როცა იოკასტემ გაიგო რომ წინასწარმეტყველება ახდა, მან თავი ჩამოიხრჩო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Seneca, Oedipus 1024–41.
  • Statius, Thebais XI.634–644.