იოთამ ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.
იოთამ ბოლქვაძე
ეროვნება ქართველები
კუთვნილება გურიის სამთავრო
ჯარის სახეობა აჯანყებულები
სამხედრო სამსახურის წლები 1820
ბრძოლები/ომები იმერეთის აჯანყება 1819-1820

იოთამ ბოლქვაძე (დ. 1804 — გ. 1820) — ერთ-ერთი მეთაური იმერეთის აჯანყებისა 1819-1820 წლებში. 1820 წლის 13 აპრილს მოკლა აჯანყების დასათრგუნავად გურიაში ჩასული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პუზირევსკი. იგი შეიპყრეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. მის გმირობაზე შეიქმნა ხალხური ბალადა-სიმღერა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1820 წლის 13 ივლისს შემოქმედის ციხესთან მისულ იმერეთის მმართველ პოლკოვნიკ პუზირევსკის ციხე დაცლილი დახვდა. ამ დროს ქაიხოსრო ბატონიშვილი მეზობელ სოფელში იმყოფებოდა და სამი ადამიანი გაგზავნა სოფლის მოსახლეობის გასაფრთხილებლად, მათ შორის იყო მისი ნათლული, აზნაური იოთამ ბოლქვაძე. ეს სამი ადამიანი უკან გამობრუნებული პუზირევსკის გადააწყდა. პუზირევკიმ იკითხა „სადაა ძაღლიშვილი ქაოხოსრო“ და ბოლქვაძეს მათრახი გადაჰკრა. ბოლქვაძემ პუზირევსკის გასროლით უპასუხა და ერთი ვერსიით იქვე მოკლა, სხვა ვერსიით კი ცხენიდან გადმოვარდნილი დაჭრილი პუზირევსკი სხვა გურულმა მოკლა. სხვებმა მისი მხლებელი კაზაკი მოკლეს, ხოლო პრაპორშჩიკი ტატიშვილი და თარჯიმანი, ვინმე მერაბი დაატყვევეს. იოთამ ბოლქვაძე ქაიხოსრო გურიელმა ივან პუზირევსკის თოფითა და ხმლით დააჯილდოვა.

მას შემდეგ, რაც ველიამინოვის ჯარმა შემოქმედის ციხე დაანგრია და გურია დაიკავა, გურიის მთავარმა მამია გურიელმა იოთამ ბოლქვაძე შეეპყრო და რუსებს გადასცა. ბოლქვაძე ჯარისკაცთა მწყობრში გაატარეს და ზუმბების ცემით მოკლეს

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 457.
  • ქველი ჩხარტიშვილი, “გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან“. გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1985.
  • Махарадзе Н. Б., Востание в Имеретии 1819-1820 гг., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 3;