იოვანე ფუკარალისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოვანე (მრავალმნიშვნელოვანი).

იოვანე ფუკარალისძე — XII საუკუნის II ნახევრის ქართველი კალიგრაფი, ე.წ. ტბეთის მეორე ოთხთავისა და წყაროსთავის სახარების ერთ-ერთი გადამწერი.

მოღვაწეობდა სამხრეთ საქართველოში. ოთხთავი გადაწერილია 1161 წლის ახლო ხანებში, გიორგი III-ის მეფობაში, ტბეთის ეპისკოპოსის პავლე მტბევარის დაკვეთით. იოვანე ფუკარალისძეს წიგნის ბოლო ნაწილი, 279-318 ფურცლები, გადაუწერია, რომლებიც ზანდუკს (სარჩევს) შეიცავს. წყაროსთავის სახარება (25,1x17,9 სმ) გადაწერილია 1195 იოანე საფარელ-მტბევარის ბრძანებით. გადაწერაში გიორგი სათაჲსძეც მონაწილეობდა. წიგნში ჩართული მახარებელთა გამოსახულებები სხვას შეუსრულებია. სახარება ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილ ვერცხლის ყდაშია ჩასმული. ორივე კალიგრაფის ხელი ძალიან ჰგავს ტბეთის ოთხთავის იოვანესეულ ნაწილს და მათი გარჩევა ერთმანეთისაგან ძნელია. სახარების ტექსტი „კლასიკური“ ნუსხურით ორ სვეტადაა გადაწერილი, ზომიერად დახრილი ხელით. ასოები მკაფიოა, ნაწერი — მშვიდი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]