იოვანე მელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოვანე (მრავალმნიშვნელოვანი).

იოვანე მელი — XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მისი გადაწერილია წმინდანთა ცხოვრების კრებული, რომელიც ექვთიმე მთაწმიდლის თარგმნებს შეიცავს. წიგნი (24,3×18 სმ) ეტრატზე კუთხოვანი, საკმაოდ მსხვილხაზოვანი ნუსხურით ერთ სვეტადაა ნაწერი. საზედაო ასოები, ყოველი თხზულების პირველი სტრიქონები და თავსამკაულები შინდისფერი მელნითაა შესრულებული. წიგნის მთელი გაფორმება იოვანე მელს ეკუთვნის. მორთულობა მარტივი და უპრეტენზიოა. ტექსტისა და სამკაულების შესრულება კალიგრაფის მაღალ პროფესიულ დონეზე მიუთითებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]