იოდოკ ფინკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოდოკ ფინკი
Jodok Fink
იოდოკ ფინკი Jodok Fink
ავსტრიის დროშა ავსტრია - 1-ლი ვიცე-კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მარტი 1919 – 26 მარტი 1920
მემკვიდრეფერდინანდ ხანუში

დაბადებული19 თებერვალი, 1853
ანდელსბუხი, ავსტრია(76 წლის)
პოლიტიკური პარტიაქრისტიან-სოციალური პარტია
ჯილდოები1.ავსტრიის იმპერატორ ფრანც-იოზეფის ორდენი
2. რკინის გვირგვინის მე-3 ხარისხის ორდენი
3.მეთაურის ჯვარი ვარსკვლავით

იოდოკ ფინკი (გერმ. Jodok Fink; 1853-1929) — ავსტრიელი ფერმერი,  პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ავსტრიის პირველი ვიცე-კანცლერი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდოკ ფინკი დაიბადა 1853 წლის 19 თებერვალს ანდელსბუხის კომუნაში გლეხის ოჯახში. იყო მეცხრე შვილი. მისი უფროსი და-ძმები ადრე გარდაიცვალნენ. მხოლოდ იოდოკმა და მისმა უმცროსი ძმამ- ალოისმა მიაღწიეს ზრდასრულ ასაკს. მამა გარდაიცვალა, როდესაც იოდოკი ოთხი წლის იყო. ბიჭი ათი წლის იყო დედა მეორედ რომ დაქორწინდა.

15 წლის ასაკში ფინკი სწავლობდა ბრიკსენრომის გიმნაზიაში, მაგრამ მაღალი აკადემიური მოსწრების მიუხედავად, იძულებული გახდა მიეტოვებინა სწავლა, რათა საოჯახო მეურნეობაში ემუშავა.

ფინკმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა 1879 წელს დაიწყო, როდესაც იგი არჩეულ იქნა ანდელსბუხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (Gemeindeausschuss) წევრად და მერის მოვალეობას ასრულებდა 1888 - 1897 წლებში. ის 1890 წელს შეუერთდა ფორარლბერგის ლანდტაგის ასამბლეას და 1893 წელს გახდა ახლად შექმნილი ქრისტიან-სოციალური პარტიის წევრი. იგი აირჩიეს ავსტრიის საიმპერატორო საბჭოში (რეიხსრატი) 1897 წელს.[1]

იოდოკ ფინკის ძეგლი

ფინკი თავის პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან ერთად  პროგრესული ფერმერი იყო, რომელმაც 1888 წელს დააფუძნა ანდელსბუხის მეცხოველეობის კოოპერატივი. აგრეთვე ხეხილის ბაღი და ხელოვნური მდელო მარცვლეულის მოსაყვანად.

1890 წლიდან მუშაობდა Katholisch-Konservativen Kasino für Egg und Umgebung– ში,  თავდაპირველად გამგეობის  წევრი იყო, ხოლო შემდეგ მისი ხელმძღვანელი. კითხულობდა ლექციებს ხილის მოყვანის თანამედროვე მეთოდებზე. 1928 წელს დააარსა კოოპერატივი Alma თავის შვილთან ანტონთან (1890-1966) ერთად.

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს 1918 წლის 21 ოქტომბერს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის პერიოდში, ფინკი აირჩიეს გერმანიის ავსტრიის დროებითი ეროვნული ასამბლეის (Provisorische Nationalversammlung für Deutschösterreich) ერთ-ერთ პრეზიდენტად ( სამი თანაბარუფლებიანი პრეზიდენტიდან). ავსტრიის საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევნების შემდეგ, 1919 წლის 15 მარტს, ფინკმა შეძლო დიდი კოალიციური მთავრობის შექმნა ავსტრიის მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კარლ რენერის მეთაურობით.

1920 წლის 7 ივლისს, როდესაც კოალიციური მთავრობა დაიშალა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 1920 წლის 17 ოქტომბერს, მიხაილ მაირმა ჩამოაყალიბა უმცირესობის მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერდა დიდი გერმანიის მემარჯვენეების სახალხო პარტია (Groutdeutsche Volkspartei) და შეცვალა იოდოკ ფინკი. თავად ფინკს აღარ ეკავა სამთავრობო თანამდებობები, მაგრამ დარჩა პოლიტიკაში.

იოდოკ ფინკი გარდაიცვალა 1929 წლის 1 ივლისს ანდელსბუხის კომუნაში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოდოკ ფინკის მედალი

1886 წელს იოდოკ ფინკი დაქორწინდა ექვსი წლით უმცროს მარია კატარინა მეუსბურგერზე. წყვილს თორმეტი შვილი შეეძინა, რომელთაგან ხუთი ნაადრევად გარდაიცვალა.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქროს სამკერდე ნიშანი გვირგვინით (1900);
  • ბიზაუს დამსახურებული მოქალაქე (1904), ანდელსბუხის დამსახურებული მოქალაქე (1913), ინსბრუკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი (1925);
  • რკინის გვირგვინის III ხარისხის ორდენი (1906), ფრანც იოზეფის (1913, მეთაურის ჯვარი) და (1917, მეთაურის ჯვარი ვარსკვლავით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Fink, Jodok
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია (გერმ.)