იოა (საბადო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოას საბადო

იოა (ნორვ.Gjøa) — ნავთობისა და გაზის კონდენსატური საბადო ნორვეგიაში. იაოს საბადო ნორვეგიის დასავლეთი სანაპიროდან 45 კმ-ში, ჩრდილოეთის ზღვაში მდებარეობს. იგი გაიხსნა 1989 წელს. იოას საბადოს მარაგი შეადგენს 83 მლნ. ბარელ ნავთობსა და კონდენსატსა და 40 მლრდ. მ³ გაზს. საბადოს ათვისებაში პარტნიორები არიან GDF Suez (30 %), Petoro (30 %), Statoil (20 %), Royal Dutch Shell (12 %) და RWE (8 %).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]