იოანის ალევრასი
| იოანის ალევრასი Ioannis Alevras | |
ალევრასი 1985 წელს | |
| საბერძნეთის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 10 მარტი 1985 – 30 მარტი 1985 | |
| პრემიერ-მინისტრი | ანდრეას პაპანდრეუ |
| წინამორბედი | კონსტანტინოს კარამანლისი |
| მემკვიდრე | ქრისტოს სარძეტაკისი |
საბერძნეთის პარლამენტის მესამე სპიკერი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 17 ნოემბერი 1981 – 3 ივლისი 1989 | |
| წინამორბედი | დიმიტრიოს პაპასპირუ |
| მემკვიდრე | ათანასიოს ცალდარისი |
| დაბადებული | 1912, 6 აპრილი მესინია, საბერძნეთის სამეფო |
| გარდაცვლილი | ათენი, საბერძნეთი 6 აპრილი, 1995 |
| პოლიტიკური პარტია | Centre Union (1974-მდე), Panhellenic Socialist Movement (1974–1995) |
| მეუღლე | ქრისტინა ალევრა |
იოანის ალევრასი (ბერძ. Ιωάννης Αλευράς; დ. 6 აპრილი 1912 — გ. 1995), ზოგჯერ მისი სახელი დამაცვლულია როგორც Yannis Alevras — ბერძენი პოლიტიკოსი, და საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე. 1985 წლის მარტში გახდა საბერძნეთის პრეზიდენტი.
სინდიკალისტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკურ მოღვაწეობამდე ალევრასი საბერძნეთის ბანკში მუშაობდა. იგი ცნობილი სინდიკალისტი და 1955 წელს „საბერძნეთის ბანკის თანამშრომელთა ორგანიზაციების ფედერაციის“ (OTOE) დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. OTOE-მ გააერთიანა ყველა პროფესიული კავშირი, ალევრასი კი ამას რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
„ცენტრის კავშირის“ (Center Union) დეპუტატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალევრასი პარლამენტში პირველად 1963 წლის საკანონმდებლო არჩევნების შედეგად Center Union-ს კანდიდატად აირჩიეს. მისმა პარტიამ არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა (138 ხმა 300-დან), პარტიის ლიდერი გეორგიოს პაპანდრეუ კი 1963 წლის 8 ნოემბერს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
რადგან პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არცერთ პარტიას არ უჭერდა მხარს, პაპანდრეუმ 1964 წელს ახალი არჩევნები ჩაატარა. ალევრასმა კვლავ მოიპოვა სადეპუტატო მანდატი, მისმა პარტიამ კი უფრო დიდი ხმათა განსხვავებით გაიმარჯვა (171 ხმა 300-დან). ალევრასი იცავდა თანაპარტიელ ანდრეას პაპანდრეუს ასპიდის სკანდალის (ინგლ. Hellenic Army) სასამართლო პროცესზე. ასპიდის ჯგუფი სავარაუდოდ შედგებოდა საბერძნეთის არმიისგან, მემარცხენე და ცენტრისტი ოფიცრებისგან, რომლებსაც არმიაზე კონტროლის დამყარება სურდათ, იმ დროისთვის დომინირებული იყო მემარჯვენე ოფიცრებისგან, რომლებმაც საბერძნეთის სამოქალაქო ომიში იბრძოლეს.
აღნიშნულმა სკანდალმა 1965 წელს პაპანდრეუს მთავრობის დაცემა გამოიწვია. 1967 წლის 21 აპრილის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საბერძნეთში დამყარებული სამხედრო ხუნტას დროს, ალევრასი რეჟიმისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს.
PASOK-ის დამფუძნებელი წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიქტატურის დამხობისა და დემოკრატიაზე გარდამავალ პერიოდში, ალევრასმა პოლიტიკური კარიერა განაახლა. იგი შეუერთდა ანდრეას პაპანდრეუს ახალ პარტიას — „PASOK"-ს და 1974 წელს პარლამენტის წევრად აირჩიეს.
იმავე წარმატებას მიაღწია 1977 წლის არჩევნებშიც. 1981 წლის არჩევნებში PASOK-ის გამარჯვების შემდეგ, ანდრეას პაპანდრეუმ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, ალევრასი კი საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
საბერძნეთის პრეზიდენტიი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1985 წელს, პრეზიდენტ კონსტანტინოს კარამანლისის გადადგომის შემდეგ, ალევრასი, საბერძნეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. საკონსტიტუციო კრიზისის ნაწილი იყო საკითხი იმის შესახებ, რომ უნდა შეჩერებოდა თუ არა მას პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისას (1985 წლის 10–30 მარტი) და ჰქონდა თუ არა ახალ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. საკითხი საკამათო გახდა მას შემდეგ, რაც ქრისტოს სარძეტაკისი მინიმალური ხმათარაოდენობით აირჩიეს და ალევრასის ხმის გარეშე მისი არჩევა ვერ მოხერხდებოდა.[1]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წლის ბოლოს, PASOK-მა 1985 წლის საბერძნეთის საკანონმდებლო არჩევნებში 161 მანდატით გაიმარჯვა. პაპანდრეუმ პრემიერ-მინისტრობა შეინარჩუნა, ალევრასი კი პარლამენტის თავმჯდომარედ მეორეჯერ აირჩიეს. იმავე წელს, პარლამენტმა პაპანდრეუს ბრალი დასდო „კრეტეს ბანკის“ 200 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით. მას ბრალი ედებოდა სახელმწიფო კორპორაციების ანაბარის გადაგზავნა კრეტეს ბანკში (ინგლ. Bank of Crete) სადაც დარიცხული პროცენტები, სავარაუდოდ, PASOK-ის სასარგებლოდ გამოიყენებოდა.
სკანდალის მომდევნო წელს, 1989 წლის ივნისის საკანონმდებლო არჩევნებს გადამწყვეტი შედეგი არ ჰქონია. პირველ ადგილზე New Democracy გავიდა 145 დეპუტატით, ხოლო PASOK — მეორეზე 125-ით. მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად არცერთი პარტიის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი.
რამდენიმე თვეში Synaspismos-მა ახალ მთავრობას მხარდაჭერა შეუწყვიტა. 1989 წლის ნოემბრის არჩევნები კვლავ უშედეგო აღმოჩნდა: ახალმა დემოკრატიამ 148 ხმა მოიპოვა, ხოლო PASOK-მა — 128. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით 3-ით მეტი მანდატი მიიღო, მთავრობის მარტო ჩამოყალიბება კვლავ ვერცერთმა შეძლო.
იანის გრივასის დროებითი მთავრობა 1989 წლის 23 ნოემბერს გადადგა. იგი ქსენოფონ ზოლოტასის კოალიციური მთავრობით შეიცვალა. ახალი კაბინეტი, New Democracy, PASOK-ისა და Synaspismos წარმომადგენლებს მოიცავდა და მან 1990 წლის საკანონმდებლო არჩევნები მოაწყო. ამჯერად New Democracy-მ 150 მანდატი მოიპოვა, PASOK-მა კი — 123. New Democracy-ს პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა კონსტანტინოს მიცოტაკისის ხელმძღვანელობით საკუთარი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. 1990 წლის გაზაფხულზე ალევრასი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგა კარამანლისის წინააღმდეგ.
მიცოტაკისის მთავრობამ ხელისუფლებაში დაახლოებით სამი წელი დაჰყო. მეზობელ მაკედონიის რესპუბლიკასთან დაკავშირებულმა არსებულმა საკითხმა საზოგადოების მზარდი გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც New Democracy-ს რამდენიმე დეპუტატმა, ანტონის სამარასის წინამძღოლობით, მთავრობას მხარდაჭერა შეუწყვიტა და ახალი პოლიტიკური პარტია — „Politiki Anoiksi" დააარსა. მანდატების სიმცირის გამო, New Democracy-ს მთავრობამ 1993 წლის საკანონმდებლო არჩევნები დანიშნა.
არჩევნებში PASOK-მა 170 მანდატით გაიმარჯვა, New Democracy კი 111 ხმით მეორე ადგილზე გავიდა. ანდრეას პაპანდრეუ კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდა. ალევრასი პარლამენტის წევრად მეათედ და უკანასკნელად აირჩიეს.
იოანის ალევრასი 1995 წლის 6 აპრილს, დილის 4 საათზე, „იგიას“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სამდღიანი მკურნალობის შემდეგ, ბრონქოპნევმონიით გარდაიცვალა.[2][3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (2017) Democratic transition and the rise of Populist Majoritarianism: Constitutional Reform in Greece and Turkey (en). Cham: Palgrave Macmillan, გვ. 41-45. ISBN 9783319575551.
- ↑ Epochi, rizospastis gr | Synchroni. (1995-04-07) rizospastis.gr - Πρόσφερε στον τόπο. ციტირების თარიღი: 2022-03-28
- ↑ Αλευράς Ιωάννης. ციტირების თარიღი: 2022-03-28