იოანის აბრამიდისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანეს აბრამიდისი
მშობ. სახელი Ιωαννης Αβραμιδης
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1922
ბათუმი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 16 იანვარი, 2016
ვენა, ავსტრია
ეროვნება ბერძენი
საქმიანობა მოქანდაკე

იოანის აბრამიდისი (ბერძნ. Ιωαννης Αβραμιδης; დ. 23 სექტემბერი 1922, ბათუმი — გ. 16 იანვარი 2016, ვენა[1]) — საქართველოში დაბადებული ბერძენი მოქანდაკე.

დაიბადა 1922 წელს ბათუმში ტრაპიზონიდან დევნილი ბერძენის ოჯახში[2]. საბერძნეთში ცხოვრობდა 1939 წლიდან, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის საცხოვრებლად გადავიდა ავსტრიაში. ჯერ სწავლობდა ბათუმში, ხოლო ავსტრიაში გადასახლების შემდეგ ვენაში მისი მასწავლებელი იყო ფრიც ვორტუბა. 1950-იანი წლებიდან აბრამიდისი ავსტრიის ცნობილი მოქანდაკეა, 1965 წელს ვენის აკადემიის პედაგოგია, მოგვიანებით პედაგოგობს ჰამბურგშიც. 1962 წელს მისი ნამუშევრები წარადგინეს ვენეციის ბიენალეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. derStandard.at Kultur Bildende Kunst vom 16. Januar 2016: Bildhauer Joannis Avramidis verstorben
  2. Kröller-Müller, Rijksmuseum (1992). Sculpture in the Rijksmuseum Kröller-Müller: catalogue of the collection. Joh. Enschedé Amsterdam BV, გვ. 50. წაკითხვის თარიღი: 24 September 2011.