იოანე რუსის ძეგლი
იოანე რუსის ძეგლი რუს. Памятник Иоанну Русскому | |
---|---|
კოორდინატები | 47°07′18″N 39°47′23″E / 47.1218° ჩ. გ. 39.7896° ა. გ. |
მდებარეობა | ბატაისკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი |
სერგეი ოლეშნია, ანდრეი დემენტიევი |
მასალა | ბრინჯაო |
თარიღდება | 2012 |
იოანე რუსის ძეგლი (რუს. Памятник Иоанну Русскому) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის იოანე რუსის ძეგლი ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი დამზადებულია ბრინჯაოსაგან. მისი ოფიციალური გახსნა გაიმართა 2012 წლის 15 ოქტომბერს[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 15 ოქტომბერს ავიაგოროდოკის სკვერის ტერიტორიაზე შედგა ძეგლის საზეიმო გახსნა, რომელიც დადგეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის იოანე რუსის (1690-1730 წწ.) პატივისცემის ნიშნად[2]. მთელს მსოფლიოში მისი მსგავსი ქანდაკება სულ სამია და ერთ-ერთი მათგანი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა აღმსარებელი იოანე რუსის ხსენების დღეს აღნიშნავს 9 ივნისს (ძვ. წ. 27 მაისი)[3]. წმინდანის წმინდა ნაწილები დაკრძალულია საბერძნეთში და მას წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი ნახულობს.
წმინდანის ძეგლი დამზადებული ბრინჯაოსაგან. იგი დგას მაღალ, ორმეტრიან კვარცხლბეკზე. ძეგლის საერთო სიმაღლეა დაახლოებით 6 მეტრი. კვარცხლბეკის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია გრანიტი.
იოანე რუსის ძეგლი ორი ავტორის თანაავტორობითა შექმნილი. მოქანდაკეები, რომლებიც მუშაობდნენ ძეგლის შექმნაზე, არიან სერგეი ოლეშნია და ანდრეი დემენტიევი[1]. ვარაუდობენ, რომ ძეგლის სიახლოვეს უნდა დაიწყონ იოანე რუსის სახელობის ტაძრის მშენებლობა[4]. ძეგლისათვის ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ადგილი სადაც ძეგლი დადგეს - ავიაგარადოკი, არის ბატაისკის რაიონი, რომელიც ისტორიულად დაკავშირებულია სამხედრო სამსახურთან, ხოლო იოანე რუსი, რომელიც გარდაიცვალა 40 წლის ასაკში, თავდაპირველად იყო რუსეთის იმპერატორის პეტრე I დიდის არმიის სარდალი[1].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Памятник Иоанну Русскому
- ↑ В Батайске открыли памятник Святому Иоанну Русскому. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-26. ციტირების თარიღი: 2017-06-30.
- ↑ წმიდა აღმსარებელი იოანე რუსი (+1730)
- ↑ Официальный портал Администрации Батайска