იოანე პაპუწისშვილი-ქსიფილინოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოანე მიხეილის ძე პაპუწისშვილი-ქსიფილინოსი, XVIII საუკუნის ქართველი მწიგნობარი, წარმოშობით ბერძენი. თბილისის სემინარიის რექტორის იოანე ოსეს ძის (ოსეშვილის) დახმარებით შეისწავლა ქართული ენა და გაქართველდა კიდევაც. ამიტომ ხელნაწერებში თავს ბერძნული გვარით კი არა, უფრო ხშირად პაპუწისშვილად იხსენიებს. ანტონ I კათოლიკოსის დავალებით ბერძნულს შეუჯერა ქართული ზატიკი (გამოიცა 1788) და გაიოზ რექტორის მიერ რუსულიდან გადმოთარგმნილი "დაუჯდომელი" (ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხელნაწერი A-813). ბერძნულიდან გადმოთარგმნა "აღსარება კეთილთა საქმეთა, წინააღმდგომთა ცოდვისათა" (ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხელნაწერი A-711), მანუილ ქსანთინოსის კანონიკური შრომა ქორწინებისა თავთათვის (თარგმნა 1785) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]