იოანე მესვეტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე მესვეტე — XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა ჭყონდიდში (მარტვილი). 1031 გადაწერა ჰაგიოგრაფიული კრებული. 1050 მონაწილეობდა მარტვილის ოთხთავის გადაწერაში. ჰაგიოგრაფიული კრებული (17,3x12,2 სმ, 117 ფურცელი) ნაწერია ყავისფერი მელნით, ერთ სვეტად, კუთხოვანი ნუსხურით. ასოები ნუსხურისათვის ძალიან მსხვილია. სათაურები დაწერილია სინგურით, მთავრული ასოებით. წიგნი მარტივად და უპრეტენზიოდ არის გაფორმებული. იოანე მესვეტეს ეკუთვნის მარტვილის ოთხთავის (29x19 სმ, ეტრატი) მეორე ნაწილი (133 ფურცელი). ნაწერია ნუსხურით, ორ სვეტად, სეპიისფერი მელნით. გადაწერაში მონაწილეობა მიუღია ვინმე არსენსაც. შესაძლოა მოჩუქურთმებული საზედაო ასოები მისი შესრულებული იყოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., ქსე, ტ. 5, გვ. 190, თბ., 1980