იოანე ევნუხი
Jump to navigation
Jump to search
იოანე ევნუხი (ბერძ. Ιωάννης Ευνούχος) — მაღალი თანამდებობის პირი ტრაპიზონის იმპერიაში, რომელიც მე-14 საუკუნის შუა ხანებში მოღვაწეობდა. მისი წარმომავლობა გაურკვეველია, ცნობილია რომ ის არ იყო არისტოკრატიული ოჯახის წევრი. იოანე მეგას დუქსის ტიტულს ატარებდა და ქალაქი ლიმნია ეკავა, რომელიც ტრაპიზონის იმპერიის ერთ-ერთ მთავარ ნავსადგურს წარმოადგენდა, მასვე ებარა იმპერიის ფლოტი[1]. იოანე ტრაპიზონის იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და პრობიზანტიურ ორიენტაციით გამოირჩეოდა. ის ტრაპიზონის სამოქალაქო ომში ირინა პალეოლოგოსის მხარეს იბრძოდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Radic, Radivoj (2003). „John Eunuch“. Encyclopaedia of the Hellenic World, Asia Minor. Foundation of the Hellenic World. http://www.ehw.gr/l.aspx?id=9292.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Ιστορία του Ελληνικού έθνους, τομ. Θ’ (Αθήνα 1980), p. 330 (E. Ahweiler – Glykatzi)