იოანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმი (ერევანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იოანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმი — ისტორიული და ლიტერატურული მუზეუმი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი სომეხი პოეტის იოანეს თუმანიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას (1869-1923). მუზეუმი მდებარეობს ერევანში, მოსკოვის ქუჩაზე 40 ნომერში.

აღნიშნული მუზეუმი გაიხსნა 1953 წლის აპრილში. მუზეუმის პირველი კორპუსი დააპროექტა არქიტექტორმა გრიგორი აღაბაბიანმა.

მწერლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1969 წელს, შენობა გადააკეთეს სივრცის გაზრდის გამო.

მუზეუმის მეორე სართულზე მდებარე ექვსი ოთახია განთავსებული, მათ შორის: სასადილო ოთახი, მისაღები ოთახი და კაბინეტი სრულად ასახავს თბილისის პოეტის სახლიდან (ამაღლების 18 ქუჩა) გადმოტანილ ნივთებს. სწორედ იმ სახლიდან გადმოტანილია ნივთები, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა 1900 წლიდან, 1923 წლამდე გარდაცვალებამდე. მუზეუმში წარმოდგენილი პოეტის პირადი ბიბლიოთეკა დაახლოებით 8000 ტომი წიგნებისა.

მუზეუმის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი არის პოეტის ქალიშვილი აშხენ თუმანიანი. მუზეუმში წარმოდგენილია: თუმანიანის ხელნაწერთა ასლები, ფოტოფირები და ორიგინალური ნამუშევრების ასლები. მასში 18000-ზე მეტი ექსპონატია განთავსებული.

1969 წელს ახალ გალერეაში არსებული ექსპონატები ძირითადად ეძღვნება იოანე თუმანიანის ცხოვრებასა და მის ნამუშევრებს. თუმანიანის ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს აქ შეუძლიათ ნახონ მწერლის პირადი ნივთები, დოკუმენტები, ხელნაწერები, ჩანახატები და პუბლიკაციები 45-ზე მეტ ენაზე.

მუზეუმის პირველი სართულის საგამოფენო სივრცე ქრონოლოგიურად წარმოგიდგენთ მასალებს, რომლებიც ეხმიანება თუმანიანის ცხოვრებას და საქმიანობას: ფოტოები, წერილები, დოკუმენტები, ხელნაწერები. მუზეუმის ოთხი დარბაზი სრულიად ასახავს დიდი სომეხის ცხოვრებას, დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

მუზეუმს აქვს განკუთვნილი სივრცე დიდი, ნათელი აუდიტორია გამოფენებისთვის, ღონისძიებისთვის, ლექციებისთვის, სპექტაკლებისთვის და ასევე ორი დიდი ბაღი.

ექსპოზიცია შეიცავს ხელნაწერთა უამრავ ეგზემპლარს, ფოტო დოკუმენტებს, თუმანიანის ნამუშევრების ორიგინალურ ილუსტრაციებს მხატვრების როტერის, გ. ერიციანის, გ. ხანჯიანის, ა. გრიგორიანის მიერ. აქვე მოცემულია ოპერის "ალმასტის" სასცენო დიზაინის ნაწილი, თუმანიანის ლიბრეტოზე, რომელიც დამზადებულია მ. სარიანის მიერ, - კოსტუმების ესკიზები, დეკორაციები.

მუზეუმის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა დაკავშირებულია პოეტის მოღვაწეობასთან დღემდე უცნობი ხელნაწერების, წერილებისა და დოკუმენტების მოძიებასა და შეგროვებასთან.

მუზეუმი არის თუმანიანის სწავლისა და კულტურის აქტიური ცენტრი, სადაც გარდა თუმანიანის წაკითხვის, პოეზიის საღამოებისა და ზღაპრებისა, ასევე იმართება სხვადასხვა გამოფენაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]