ინფორმატიკა აშშ-ის ცხოვრებაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გულზე სამაგრი გამოფენიდან.

ინფორმატიკა აშშ-ის ცხოვრებაში (რუს. Информатика в жизни США) — ამერიკული გამოფენა, რომელიც სსრკ-ის დიდ ქალაქებში 1987—1988 წლებში ჩატარდა, პრეზიდენტების, რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ კულტურული გაცვლის საკითხზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმებას მიაღწიეს 1985 წელს, ჟენევაში. გამოფენის ფინანსური მხარდაჭერა აშშ-ის საინფორმაციო სააგენტომ განახორციელა, 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებით. გამოფენას ემსახურებოდა 24 გიდი, რომელიც რუსულ ენას ფლობდა (ტაშკენტში 1988 წლის მარტში მუშაობდნენ ამერიკელი გიდები, რომლებიც ფლობდნენ უზბეკურ ენას).

თემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოფენა ორიენტირებული იყო რიგით მოქალაქეებზე და ატარებდა სარეკლამო-პროპაგანდისტულ ხასიათს, თუმცა ნათლად აჩვენებდა აშშ-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონეს.

განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახლი
  • მედიცინა და ჯანდაცვა
  • კულტურა და დასვენება
  • სამუშაო ადგილი
  • განათლება
  • საინფორმაციო ეპოქა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]