ინფერნო (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინფერნო
Inferno
Inferno-dan-brown.jpeg
პირველი გამოცემის ყდა
ავტორი დენ ბრაუნი
ენა ინგლისური
სერია რობერტ ლენგდონი #4
ჟანრი მისტიკა, ფაქტების ფიქცია, კონსპირაციის ფიქცია, დეტექტივი
გამომცემელი Doubleday
გამოცემის თარიღი 14 მაისი, 2013
მედია ბეჭდური, ელ.-წიგნი
გვერდი 480 გვერდი
oclc 824723329
წინამორბედი დაკარგული სიმბოლო
ISBN 978-0-385-53785-8

ინფერნო (იტალ. Inferno-დან — ჯოჯოხეთი) — ამერიკელი მწერლის დენ ბრაუნის მისტიკური და დეტექტიური რომანი, რომელიც გაყიდვაში 2013 წლის 14 მაისიდან გამოვიდა გამომცემლობა Doubleday-ის მიერ.[1][2] დენ ბრაუნისთვის ეს რიგით მეოთხე წიგნია მისი სერიებიდან „რობერტ ლენგდონი“, რომელიც ასევე მოიცავს „ანგელოზებს და დემონებს“, „და ვინჩის კოდს“ და „დაკარგულ სიმბოლოს“.[3] გამოცემის დღიდან პირველი 11 კვირის განმავლობაში „ინფერნო“ პირველ ადგილს იკავებდა New York Times Best Seller სიაში, როგორც მაგარ ყდიანი და კომბინირებული — ბეჭდური და ელ-წიგნი ფიქცია. ელ-წიგნის სიაში „ინფერნო“ გამოშვებიდან 17 კვირის განმავლობაში რჩებოდა.

ბოტიჩელის „ჯოჯოხეთის რუკა“

რომანის სიუჟეტი ვითარდება იტალიის ქალაქ ფლორენციაში და გადაკვეთილია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიასთან“. რომანს საფუძვლად უდევს „და ვინჩის კოდის“ მთავარი გმირის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ რობერტ ლენგდონის ახალი თავგადასავლები. ამჯერად ლენგდონს სიზმრებში ეცხადება ქალი, რომელიც მას ბიბლიურ ფრაზას „ეძიებდა და ჰპოვებდეს“ ახსენებს, რაც საიდუმლოებების გამოაშკარავების გასაღები გახდება. „ღვთაებრივი კომედიიდან“ სიუჟეტის ცენტრშია მისი პირველი ნაწილი — “ჯოჯოხეთი“ [1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Inferno. Dan Brown. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-03-23. (ინგლისური)
  2. McLaughlin, Erin. (January 15, 2013) New Dan Brown Novel, ‘Inferno,’ Set for May Release. ABC News. წაკითხვის თარიღი: February 22, 2013.
  3. Meslow, Scott. (February 20, 2013) Dan Brown's Inferno: Everything we know so far. The Week. წაკითხვის თარიღი: February 22, 2013.