ინტუიცია (ტელეთამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინტუიცია
ავტორი Identity
წამყვანი ნიკა ქავთარაძე
შემდეგ: ნანკა კალატოზიშვილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
წარმოება
ხანგრძლივობა 60 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი იმედი
ჩვენების ფორმატი 4:3
პირველად ეთერში 13 მაისი, 2010
რესურსები ინტერნეტში


ინტუიციაბრიტანული ტელეთამაშის ქართული ვერსია, რომელიც ყოველ ხუთშაბათს 22:00 სთ-ზე გადიოდა ტელეკომპანია იმედის ეთერში. შოუს წამყვანები იყვნენ ნიკა ქავთარაძე და ნანკა კალატოზიშვილი. შოუს მთავარი პრიზი იყო — 20 000 ლარი.

თამაშის წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშისა და მაყურებლების წინ 12 უცნობი პიროვნება დგას. ისინი სხვადასხვა სქესის, ასაკისა და პროფესიების არიან. მოთამაშემ უნდა ინტუციით გამოიცნოს თუ ვინ არის, მაგალითად, სტრიპტიზიორი, იოგი, მასწავლებელი და ა.შ. თუ მოთამაშემ გამოიცნო, ის თამაშში რჩება; შეცდომის შემთხვევაში, მას აქვს დახმარება ”შანსი”, ანუ ერთი შეცდომის დაშვების უფლება. ასევე მონაწილეს აქვს ორი დახმარება: ექსპერტებისა (ფსიქოლოგი, მსახიობი, შსს თანამშრომელი) და კომპიუტერის დახმარება, რომლის შემთხვევაში კომპიუტერი ირჩევს სამ კანდიდატს.