ინტერნეტ უსაფრთხოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ინფორმაციული ტექნოლოგიების უშიშროება ან ინფორმაციული თავდაცვა ასევე ინტერნეტ უსაფრთხოება (ინგლ. Internet security) არსებობს ორი სახის ქსელის დაცვა: ქსელის ინფრასტრუქტურის და ინფორმაციის. ქსელის ინფრასტრუქტურის დაცვა -მოწყობილობების ფიზიკური დაცვაა. ინფორმაციის დაცვა - პაკეტების დაცვაა. უსაფრთხოების ზომებია:

  • არასანქცირებული შეღწევის აღმოჩენა და პრევენცია
  • ინფორმაციის ქურდობის პრევენცია
  • არასანქცირებულის მიერ ინფორმაციის სახეცვლილების პრევენცია
  • სერვისის უარყოფის პრევენცია DOS (denial of service)

ქსელის უსაფრთხოების 3 მოთხოვნა:

  • Ensuring confidentiality - კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ მხოლოდ ავტორიზაცია გავლილ მომხმარებელს შეეძლება ინფორმაციის წაკითხვა.
  • Maintaining communication integrity - კომუნიკაციის მთლიანობის შენარჩუნება. ინფორმაცია არ უნდა შეიცვალოს გადაცემის დროს. ან ინფორმაციის მთლიანობა არ უნდა დაირღვეს.
  • Ensuring availability - ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნიშნავს საიმედო და დროულ მომსახურებას ავტორიზება გავლილ მომხმარებელთან. Firewall და ანტივირუსი იცავს შეტევებისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]