ინტერნალიზებული ჰომოფობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტერნალიზებული ჰომოფობია (ინტერნალური, გაშინაგანებული ჰომოფობია) (ლათ. interims — შინაგანი) — ჰომოფობიის ერთ-ერთი სახეობა, სიტუაცია, როდესაც ჰომოსექსუალები ან ბისექსუალები შიშს ან ზიზღს განიცდიან ჰომოსექსუალობის (ჰომოსექსუალთა) მიმართ. ინტერნალიზებული ჰომოფობია აგრეთვე აღნიშნავს ინდივიდის შიშს, არ გახდეს ჰომოსექსუალი. ინტერნალიზებული ჰომოფობია საკუთარი შესაძლო ჰომოსექსუალური ქცევის წინაშე შიშია. ზოგიერთი ინდივიდი ამ შემთხვევაში ცდილობს თავისი ჰომოსექსუალური მისწრაფებებისა და სურვილების ჩაახშოს; სხვები ამას არ აკეთებენ, მაგრამ სხვადასხვაგვარი 36 ნეგატიური ემოციების ქვეშ იმყოფებიან — დანაშაულის კომპლექსით, მოუსვენრობით, სინდისის ქენჯნით იტანჯებიან. ინტერნალიზებულ ჰომოფობიას ინდივიდის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის სხვადასხვაგვარი ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ამ დროს ადამიანს აღენიშნება თვითშეფასების დაქვეითება, ნევროტულობა, სხვადასხვა ფსიქოლოგიური კომპლექსის განვითარება, დეპრესია, სუიციდური ზრახვები და ქცევები. თავიანთი ორიენტაციის გარშემომყოფთათვის დამალვა ინტერნალიზებული ჰომოფობიის მატარებელ ინდივიდებს შესაძლოა თავისებურ პარანოიდულ ქცევაში გადაეზარდოთ, რომელსაც თან ახლავს ავადმყოფური ეჭვიანობა და უსაფუძვლო გაღიზიანებადობა. ასეთ ადამიანს მუდმივად ეჩვენება, რომ მას „ჩაავლებენ“, ყველაფერს გაუგებენ, რომ ზურგს უკან ყველა დასცინის, განიკითხავს, კიცხავს, რომ მალე სამსახურიდან გააგდებენ, რომ მისი დანახვა არავის სურს იმის გამო, რომ მისი ორიენტაციის შესახებ ან ხვდებიან, ან იციან. ეს ყველაფერი ხდება იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა რეალური საფუძველი მის ეჭვებს. ინტერნალიზებული ჰომოფობის საზოგადოებაში თვითდამკვიდრების ყველაზე აპრობირებული ხერხი სხვა (ღია) ჰომოსექსუალების გაუთავებელი ლანძღვა და დაცინვაა მათი სექსუალური ორიენტაციის გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.